სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ვინ გაემგზავრება თელავიდან ბათუმში? - იღბლიანი მონაწილე რამდენიმე წუთში გამოვლინდება
23-10-2017
-
+


''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-შეჯიბრს ატარებს - დღეს ''თელავის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.

ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, ფშაველის სკოლას ესტუმრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის ''თელავის მუნიციპალიტეტის ეტალონ მოსწავლე'' ნათია ზათიაშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა. სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი ნათია ზათიაშვილს ქალაქ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლევან მრელაშვილმა პირადად გადასცა. 

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი კისისხევის კულტურის სახლში მიმდინარეობს. მასში თელავის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

მშობლიურ კისისხსევს ''2008 წლის ეტალონი მოსწავლე თელავიდან'' მზია აზნიაშვილი ეწვია. მან ინტელექტ-შეჯიბრთან დაკავშირებული ისტორიები გაიხსენა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ შეცვალა ''ეტალონმა'' მისი ცხოვრება.

ღონისძიებას ქალაქ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი, გამგეობის კულტურისა და განათლების სამსახურის უფროსი სოფო ახმეტელი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''თელავის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

''ეტალონი'' 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.


































კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება