სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების გადამზადება იწყება - პროგრამა 2 წელი გაგრძელდება
28-10-2020
-
+


დაწყებითი განათლების მასწავლებლები, სკოლების ადმინისტრაციისა და განათლების სისტემის თანამშრომლები დისტანციური სწავლის შესახებ გადამზადების კურსს გაივლიან. 100 სკოლას მოიცავს პროექტი, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ფარგლებში განხორციელდება.

დაწყებითი განათლების მასწავლებლები გაივლიან მომზადებას კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგიაში.

სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები გაივლიან ტრენინგს საგანმანათლებლო გარემოსა და სკოლის მენეჯმენტში.

მონაწილე სკოლები შეიძენენ გამოცდილებას სხვადასხვა პლატფორმების შექმნასა და მართვაში ცოდნის, პრაქტიკისა და თანამშრომლობის იდეების გასაზიარებლად.

პროგრამა 2020 წელს დაიწყო და 2 წელი გაგრძელდება.

პროგრამა დაფარავს 100 საჯარო სკოლას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სკოლებს რთულად მისადგომ და მთიან რეგიონებში და მიზნად ისახავს მასწავლებლებისთვის დისტანციური სწავლების ესტონური გამოცდილების გაზიარებას მათი პროფესიული განვითარებისთვის.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ პროექტი განათლების სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი უნარებისა და ცოდნის განვითარებას შეუწყობს ხელს.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა კი აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად სკოლების დაკეტვამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ბავშვების განათლების პროცესი.

„გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მასწავლებლების და მოსწავლეების მხარდაჭერას დისტანციური სწავლებისთვის საჭირო უნარების და რესურსების მიწოდებით, რადგანაც სწორედ დისტანციური განათლებაა დღეისათვის განათლების მიღების უპირატესი გზა. გაეროს ბავშვთა ფონდსა და ესტონეთის მთავრობას შორის თანამშრომლობას უკვე სერიოზული შედეგები აქვს და საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ  უკეთეს აკადემიურ შედეგებს მივაღწიოთ ბავშვებში“, - აღნიშნა ღასან ხალილმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

პიროვნება
სკოლები

მაჭატიის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება