სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა დაევალებათ სტუდენტებს კორონავირუსთან ბრძოლაში? - სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის განმარტება
27-10-2020
-
+


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ვადაჭკორიას განცხადებით, COVID 19-ის წინაღმდეგ ბრძოლაში თსსუ-ს ბოლო კურსის სტუდენტები და რეზიდენტები ჩაერთვებიან. მისივე თქმით, მეექვსე კურსელი, ან რეზიდენტი პაციენტის მკურნალობას არ წარმართავს, რადგან ექიმისა და ექთნის თანაშემწე იქნება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნული პირების მითითებებს შეასრულებს.

„ახლა ისეთი სიტუაციაა შექმნილი, თუ იქნა საჭიროება სტუდენტების ჩართვის, მთავრობას უნდა, ხელისუფლებას უნდა და სწორია, რომ ჩვენი მაღალკურსელები კიდევ ერთხელ გადამზადნენ. ჩვენ მათთვის ეს ცოდნა მიწოდებული გვაქვს, სტუდენტებმა იციან და ჩვენ მომავალ დღეებში დავიწყებთ ახალი სილაბუსის მიხედვით, სამდღიან მზადებას, რომელიც სავსებით საკმარისი იქნება, რომ COVID 19-ის შესახებ ცოდნა შეაჯამონ. რა თქმა უნდა, არ უნდა გავიგოთ, რომ მეექვსე კურსელი, ან რეზიდენტი მკურნალობას წამართავს, ის ექიმის თანაშემწე, ექთნის თანაშემწე იქნება და მისი კომპეტენციის ფარგლებში, მათ მითითებებს შეასრულებს. ისინი დამოუკიდებელ საექიმო და საექთნო საქმიანობას არ გაწევენ, რადგან გამოცდილი ექიმების მითითებებს შეასრულებენ“, - განაცხადა ვადაჭკორიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მან აღნიშნა, რომ სტუდენტებმა, შესაძლოა, ქოლ ცენტრებში, საკარანტინო ზონებში, კოვიდ სასტუმროებში იმუშაონ.

„ესაა ბრძოლის ველი, გააჩნია შეიძლება ქართულ ჯანდაცვას მათი დახმარება საერთოდ არ დასჭირდეს და თუ დასჭირდათ, შეიძლება იყოს საავადმყოფოების გარეთაც, ეს შეიძლება იყოს: ქოლ ცენტრები, სადაც ახლაც მუშაობენ ჩვენი სტუდენტები, ეს შეიძლება იყოს, საკარანტინო ზონები, ან კოვიდ სასტუმროები და ა.შ.“, - განაცხადა ვადაჭკორიამ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

სად გაიყიდება სასკოლო ფორმები - საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების ჩამონათვალი ცნობილია

ცნობილია საგანი, რომელშიც არც ერთი აბიტურიენტი არ ჩაჭრილა!

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება