სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებისთვის გარე დაკვირვების პერიოდი განისაზღვრა - როგორ გაიგებთ თარიღს?
17-10-2020
-
+


პედაგოგებისთვის გარე დაკვირვების ჩატარების პერიოდი განისაზღვრა. ბრძანებას მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე აწერს ხელს. 

როგორც etaloni.ge-ს მასწავლებლის სახლში განუცხადეს, გარე დაკვირვების პერიოდი ინდივიდუალურად არის განსაზღვრული ყველა იმ პირისთვის, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა. მათ აღნიშნულის შესახებ eschool-ის ბაზაში პირად გვერდზე აესახებათ ინფორმაცია. 

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცენტრის ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამსახურს ამ ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა დაევალა.

ცნობისთვის, დაკვირვების პერიოდის დაწყებამდე, 5 სამუშაო დღით ადრე, პედაგოგმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს 5 თანმიმდევრულად ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმა. გაკვეთილის გეგმის ფორმა ონლაინ და პირისპირ დაკვირვების შემთხვევაში არის ერთი - გაკვეთილის გეგმის ფორმა.

გარე დაკვირვების ჩატარების კონკრეტული თარიღის შესახებ, ერთი დღით ადრე ეცნობება შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და რესურსცენტრს. ონლაინ გაკვეთილის შემთხვევაში მინიმუმ ნახევარი საათით ადრე გაკვეთილის დაწყებამდე, რათა შეძლოთ წინა საგაკვეთილო შეხვედრის ჩატარება. იმ შემთხევაში, თუ გაკვეთილის ჩატარებამდე შეიცვლება გაკვეთილზე დაკვირვების ფორმატი, შეცვლილი გაკვეთილის ფორმები, შეგიძლიათ გარე დამკვირვებლებს გადასცეთ წინა საგაკვეთილო შეხვედრაზე, ხელმეორედ ატვირთვა არ არის საჭირო.

ონლაინ და პირისპირ ჩასატარებელი გაკვეთილის ხანგრძლივობას განსაზღვრავს სკოლა, გარე დაკვირვების გაკვეთილის ხანგრძლივობა უნდა იყოს სკოლაში განსაზღვრული დროის შესაბამისი.

იხილეთ ასევე: გარე და დისტანციური დაკვირვების შეფასების რუბრიკები გამოქვეყნდა - რამდენი ქულა უნდა მიიღოთ დადებითი შეფასებისთვის

გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია დღეს სრულდება - რა უნდა გაითვალისწინოთ განაცხადის გაკეთებისას?

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება