სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია დღეს სრულდება - რა უნდა გაითვალისწინოთ განაცხადის გაკეთებისას?
05-10-2020
-
+


მასწავლებლებს გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციისთვის ბოლო დღე აქვთ. მსურველებმა  განაცხადი eschool-ის ელექტრონულ სისტემაში 5 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეიტანონ. 

რეგისტრაცია უნდა გაიაროს ყველამ, ვინც აკმაყოფილებს გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, წინა სემესტრში იყო თუ არა დარეგისტრირებული.

გაითვალისწინეთ:

მასწავლებელი რეგისტრაციას გადის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგანი/საგნობრივი ჯგუფში, რომელსაც ასწავლის. რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნოთ კლასი, რომელშიც გსურთ გარე დაკვირვების გავლა და საგნის შესაბამისი საათობრივი დატვირთვა კვირის განმავლობაში; იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ შერჩეულ კლასში მიმდინარეობს დისტანციური სწავლება. რეგისტრაციის დროს, შენიშვნის ველში ჩაწერეთ ონლაინ გაკვეთილების განრიგი, ასევე მიუთითეთ ის ელექტრონული პლატფორმა, რომელზეც ატარებთ გაკვეთილს.

თუ მასწავლებელი დასაქმებულია, ორ ან მეტ სკოლაში, გარე დაკვირვების ველი გაეხსნება მხოლოდ იმ სკოლაში, სადაც სქემაშია ჩართული. თუ სკოლის ცვლილება გსურთ, მიმართეთ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი წინა სასწავლო წელს უარყოფითად შეფასდა, რეგისტრაციის დროს აუცილებლად უნდა ატვირთოთ ხელმეორედ რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - იხ. საბანკო რეკვიზიტები.

რეგისტრაციის დასრულებიდან უმოკლეს ვადაში აგესახებათ დაკვირვების პერიოდი. დაკვირვების პერიოდის დაწყებამდე, 5 სამუშაო დღით ადრე, ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოთ 5 თანმიმდევრულად ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმა. გაკვეთილის გეგმის ფორმა ონლაინ და პირისპირ დაკვირვების შემთხვევაში არის ერთი - გაკვეთილის გეგმის ფორმა.

გარე დაკვირვების ჩატარების კონკრეტული თარიღის შესახებ, ერთი დღით ადრე ეცნობება შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და რესურსცენტრს. ონლაინ გაკვეთილის შემთხვევაში მინიმუმ ნახევარი საათით ადრე გაკვეთილის დაწყებამდე, რათა შეძლოთ წინა საგაკვეთილო შეხვედრის ჩატარება.

იმ შემთხევაში, თუ გაკვეთილის ჩატარებამდე შეიცვლება გაკვეთილზე დაკვირვების ფორმატი, შეცვლილი გაკვეთილის ფორმები, შეგიძლიათ გარე დამკვირვებლებს გადასცეთ წინა საგაკვეთილო შეხვედრაზე, ხელმეორედ ატვირთვა არ არის საჭირო.

ონლაინ და პირისპირ ჩასატარებელი გაკვეთილის ხანგრძლივობას განსაზღვრავს სკოლა, გარე დაკვირვების გაკვეთილის ხანგძლივობა უნდა იყოს სკოლაში განსაზღვრული დროის შესაბამისი.

დისტანციური დაკვირვების შემთხვევაში, გაკვეთილი შეფასდება ონლაინ გარე დაკვირვების გაკვეთილის შეფასების რუბრიკით. პირისპირ გაკვეთილზე დაკვირვების რუბრიკას (SARS-CoV -2) გამოწვეულ ინფექციასთან (CoVID - 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელებული ცვლილებებით უმოკლეს ვადაში მიღებთ სკოლებში.

გარე დაკვირვების გაკვეთილის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV -2) გამოწვეულ ინფექციასთან (CoVID - 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება