| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხოფურის საჯარო სკოლის პირველ კლასში „დედაენის შემობრძანებასთან“ დაკავშირებით პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა.
„ანბანის შემობრძანება“, პირველი ასო-ბგერის გაცნობა, პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების წაკითხვა, პირველი ასოების დაწერა - ეს ყოველივე იმდენად სასიხარულო და ამაღელვებელი აღმოჩნდა, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ხოფურის საჯარო სკოლის I კლასის თითოეულ მოსწავლეზე.
პატარები გაკვეთილის მსვლელობისას ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხატოვან გამონათქვამებში:
„დედაენა“ - უპირველესია მთელ წიგნთა სამყაროში, ბუნების გამოღვიძების მახარობელია, იასავით სპეტაკია…ასეთი გამონათქვამებით გააცნო პირველი კლასის პედაგოგმა ზოია ჩანქსელიანმა თავის მოსწავლეებს პირველი წიგნი „დედაენა“.
დედაენაზე, ,,აი ია“-ზე ხატოვნად წაიკითხეს ლექსები, გაანალიზეს მოთხრობები, ჟესტებითა და მიმიკებით უპასუხეს შეკითხვებს, გააკეთეს ტესტები ,,ი და ა“ ასოების ამოცნობაზე სხვა ასოებს შორის, გააფერადეს ,,ია“ ყვავილი შესაბამისი ფერებით.
პატარების მიერ ფაქიზად გაფერადებულ და თაბახის ფურცლებზე ასახულ იებს ნამდვილად ეტყობოდა სინაზეც, სილამაზეც, სიმორცხვეც და სილურჯეც. ასეთები იყვნენ პატარებიც თავიანთ ნამდვილ პირველ დღესასწაულზე მასწავლებელთან და სკოლის დირექციასთან ერთად: ფაქიზები და თამამები, სიხარულით გაბრწყინებული თვალებით, რომლებმაც მასწავლებლებსა და სკოლის დირექციას ერთი ლამაზი დღე აჩუქეს“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ