სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გისურვებთ, მრავალი ბედნიერი, თავისუფალი, განათლებული თაობა აღგეზარდოთ“-მარტყოფის N2 სკოლა პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს
06-10-2020
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლის დირექციამ პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ემოციური წერილით მიულოცა. 

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“- ო უთქვამს იოსებ ნონეშვილს.

მართლაც რა საოცარი პროფესიაა მასწავლებლობა, რაოდენ რთულია და ამავე დროს რაოდენ სასიამოვნო, გქონდეს პასუხისმგებლობა, აღზარდო შენი ქვეყნის ახალი თაობა, რომელზეც შენივე სამშობლოს მომავალი და იმედებია დამყარებული რაოდენ სასიამოვნოა, გქონდეს ბედნიერება ყოველ დღე ბავშვებთან ურთიერთობის და ერთმანეთის დადებითი ენერგიით შევსების, საინტერესო ინფორმაციის გაცვლის და შესაძლებლობის, ყოველ დღე, ერთად, მოსწავლეც და მასწავლებელიც, გახდეთ უკეთესი ვიდრე იყავით გუშინ.

თუმცა, გვგონია, რომ ასმაგად დიდი სიამოვნება და გამართლებაა, როცა ღირსეული, სწორი ფასუელობების მქონე მასწავლებლის აღზრდილი ხარ, რადგან ის ადამიანია, რომელიც მხოლოდ ცოდნას კი არ გაძლევს, არამედ გასწავლის ცხოვრებას, სიყვარულს, თანაგრძნობას, მეგობრობას და ყველაფერ იმას, რაც საბოლოოდ კარგ ადამიანად ჩამოგაყალიბებს, ის შენი მეგობარია, ახლობელია, მრჩეველია ცხოვრების ბოლომდე...

გულწრფელად ვამბობთ, საოცარია მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობა, იმდენად, რომ გვიჭირს სიტყვებს თავი მოვუყაროთ, თუმცა დღეს, ამ პოსტის მთავრი მიზეზი ისაა, რომ 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

გილოცავთ ჩვენი სკოლის სახელით ყველა პედაგოგს პროფესიულ დღეს.

განსაკუთრებით ჩვენი სკოლის საყვარელ და ძვირფას მასწავლებლებს.

გისურვებთ, რომ მრავალი ბედნიერი, თავისუფალი, განათლებული თაობა აღგეზარდოთ მათი და ჩვენი ქვეყნის უკეთესი, ნათელი მომავლისთვის“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება