სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ენების ევროპულ დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
05-10-2020
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ენების ევროპული დღე აღნიშნეს. საინტერესო ღონისძიება სკოლის ეზოში, სპორტულ სტადიონზე ჩატარდა, რომელსაც პედაგოგი ნინო ღულაძე უძღვებოდა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს დიპლომები, მონაწილეებს კი სერტიფიკატები გადაეცათ.

„25 სექტემბერს ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეთა მონატრებულმა ჟრიამულმა სასიამოვნო საზეიმო გარემო შექმნა არამარტო სკოლაში, არამედ სოფელშიც.

VI-XI კლასების მოსწავლეებმა, გერმანული ენის მასწავლებლის, ნინო ღულაძის ხელმძღვანელობით, ჰუმანიტარული კათედრისა და სკოლის დირექტორის ქალბატონ ლელა ქვრივიშვილის მხარდაჭერით აღნიშნეს ენების ევროპული დღე, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 26 სექტემბერს ევროპის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც.

ენების ევროპული დღის კოორდინატორი საქართველოში არის თამარ შაშიაშვილი. სწორედ მისი რეკომენდაციებით გავაკეთეთ ძალიან საინტერესო ღონისძიება სკოლის ეზოში, სპორტულ სტადიონზე.

ჩვენ არჩევანი გვქონდა, შეგვეძლო ონლაინ კონკურსებიც ჩაგვეტარებინა, მაგრამ მოსწავლეების სურვილები გავითვალისწინეთ და ღია ცის ქვეშ მზიან და თბილ გარემოში შედგა ჩვენი ღონისძიება, რომელიც 4 სხვადასხვა კონკურსისგან  შედგებოდა: „ვიქტორინა ევროპა“, „ლიტერატურული კონკურსი ნორჩი მწერლებისათვის“, „ერთი სიტყვა- ერთი დროშა“, „აღიქვი ჟღერადობა -გამოიცანი ენა“.

სპეციალურად შექმნილი ჟიურის (ინგლისური ენის მასწავლებელი ეკა ლაცაბიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლიანა ბუხრიკიძე) დახმარებით ოთხივე ნომინაციაში 3-3 გამარჯვებული გამოვავლინეთ, რომლებსაც გადავეცით ჩვენ მიერ დამზადებული დიპლომები, ხოლო ყველა მონაწილეს გადავეცით ასევე ჩვენივე დამზადებული სერტიფიკატები წარმატებული მონაწილეობისათვის. ღონისძიება ძალიან საინტერესო, მხიარული, მუსიკალური, განსხვავებული და ამავე დროს შემეცნებითი იყო.

2 საათის მანძილზე სასიამოვნოდ გუგუნებდა ხცისის სკოლის ეზო. ღონისძიება მიჰყავდა გერმანული ენის მასწავლებელს ნინო ღულაძეს, მას ეხმარებოდა მარიამ ლომიძე (ბუნებისმეტყველების მასწავლებელი). მთელი ღონისძიების მანძილზე ტექნიკური უზრუნველყოფა შესანიშნავად გაგვიწია მე-11 კლასის მოსწავლემ ზურაბ საჩალელმა.

ამ ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა მოსწავლეებში და მშობლებში, რაც მეტად სასიამოვნო ფაქტია“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება