| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მარელისის საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღე აღინიშნა.
ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოს ინიციატივით 2001 წლიდან ტარდება და ყოველი წლის 26 სექტემბერს აღინიშნება. ამით ევროპის საბჭო ხელს უწყობს მრავალეროვნების განვითარებას მთელ ევროპაში.
ენების ფლობა ყველასთვის აუცილებელი და ყველას უფლებაა - ეს არის ენების ევროპული დღის ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი. მისი ძირითადი მიზნებია: მიაპყროს საზოგადოების ყურადღება ენების შესწავლის მნიშვნელობას, გაზარდოს და მრავალფეროვანი გახადოს შესასწავლი ენების რაოდენობა, ხელი შეეწყოს ევროპაში მდიდარ ენობრივ და კულტურულ მრავალფეროვნებას, რომელიც უნდა იყოს დაცული და მოვლილი; წახალისდეს ენების შესწავლა, სასწავლო დაწესებულებებში თუ მათ გარეთ.
„ამ ღონისძიებაში ჩვენი სკოლა პირველად მონაწილეობდა. სკოლების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ გერმანიის საელჩოსა და გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ონლაინ ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ საშა ფაბრი, მეგი გვასალია და თამუნა შაშიაშვილი, მათ ისაუბრეს ენების ევროპული დღის მნიშვნელობაზე, მოგვცეს მკაფიო ინსტრუქციები ღონისძიების ფორმატის შესახებ. ამ დღის აღსანიშნავად გამოყენებული იყო კონკურსის ფორმა და გათვალისწინებული იყო, როგორც დასწრებული ისე ონლაინ ფორმატისთვის. კონკურსი მოიცავდა ორეტაპიან ვიქტორინას - „ევროპა“, ლიტერატურულ კონკურსს ნორჩი მწერლებისთვის - „ერთი სიტყვა-ერთი დროშა“, სამეტაპიან კონკურსს - „აღიქვი ჟღერადობა-გამოიცანი ენა“, კარაოკესა და კომიქსების შექმნას.
ჩვენი სკოლიდან კონკურსში მონაწილეობდა 20 მოსწავლე 11 წლის ასაკიდან. კონკურსი ჩატარდა დასწრებულ რეჟიმში და ჩართული იყვნენ როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგებიც. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, გამარჯვებული ესეს ავტორი და გამარჯვებული კომიქსი. დასასრულს მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ ორგანიზატორი ორგანიზაციის მიერ გამოგზავნილი საჩუქრები, ხოლო ორგანიზატორ მასწავლებელს EUNIC-ის სერტიფიკატი.
მადლობა მინდა გადავუხადო გოეთეს ინსტიტუტს ასეთი სრულყოფილი, საინტერესო და ინტელექტუალური ღონისძიების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის და მინდა მადლობა გადავუხადო სკოლის ხელმძღვანელს ქალბატონ ვერა ოდიკაძეს აქტიური ჩართულობისა და ხელშეწყობისთვის“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში