| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს ყველა სტუდენტს, განსაკუთრებულად კი სკოლის 2019-2020 წლის იმ თერთმეტ კურსდამთავრებულს, რომლებიც უკვე პირველკურსელები არიან. მათ შორის არიან კურსდამთავრებულები, რომლებმაც თავიანთი ქულებით სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს. გვინდა მივულოცოთ მათ ის წარმატება, რასაც მიაღწიეს და გახდნენ სტუდენტები! ვუსურვოთ განვითარება, წინსვლა, ახალ-ახალი
მიღწევები.
განათლება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია! გვინდა, ვუსურვოთ ყველა სტუდენტს აქტიური სტუდენტური წლები, იყვნენ ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს თავდაუზოგავი მშენებლები. ასევე, ვუსურვებთ ნაყოფიერად
გამოიყენო სტუდენტური წლები, რათა მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბდნენ. ჩვენ მათზე დიდ იმედებს ვამყარებთ.
1. დიანა ევგენიძე- 100 %-იანი გრანტი- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2. გიორგი ევგენიძე-50 % გრანტი-ბათუმის საზღვაო აკადემია;
3. მარიამ ზაქარაძე -50 % გრანტი-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; - 2017-2018 სასწავლო წლის ხელვაჩაურის „ეტალონი მოსწავლე“.
4. მარი იაკობაძე-50 % გრანტი-თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში