სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

სკოლის დირექტორებს არ აქვთ უფლება პრაქტიკოსებს საათები შეუმცირონ გამოცდამდე? - მასწავლებლების პროტესტი საათების განაწილებაზე
06-10-2020
-
+


„დირექტორები ამბობენ, რომ პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის საათების შემცირების უფლება არ აქვთ, სანამ ისინი შემოდგომის გამოცდაზე არ გავლენ. ასეთი დავალება ნამდვილად აქვს თუ არა სკოლის ხელმძღვანელებს?“ - ამ კითხვით etaloni.ge-ს ერთ-ერთმა პედაგოგმა მიმართა.

საათების განაწილება სკოლებში ყოველთვის მასწავლებელთა დაპირისპირების მიზეზი ხდებოდა სწორედ იმიტომ, რომ დირექტორის პირად შეხედულებებზეა დამოკიდებული, რამდენ საათს დაიმსახურებს ესა თუ ის მასწავლებელი, ეყოლება თუ არა სადამრიგებლო კლასი და ა.შ.

როგორც აღმოჩნდა, დირექტორთა მიერ საათების განაწილებაზე უკმაყოფილებას არცთუ ისე ცოტა ადამიანი გამოთქვამს. ამ საკითხზე მასწავლებლები პროტესტს საჯაროდაც გამოხატავენ, თუმცა შედეგს ვერ აღწევენ. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

„2016 წლიდან ვარ სერტიფიცირებული პედაგოგი, თუმცა სკოლები მეც და ჩემნაირი სტატუსის მქონეებს უარს გვეუბნებიან, რადგან 1 კრედიტიანსაც აქვს მუშაობის გაგრძელების უფლება... სად არის ლოგიკა? მოქმედი მასწავლებელი, რომელიც იჭრება გამოცდაზე აგრძელებს მუშაობას...მასწავლებელი, რომელიც აბარებს საგანს - უმუშევარია, მაშ, რისთვის გვაბარებინებთ გამოცდას და გვახდევინებთ თანხას?! მაშინ დაუშვით, რომ მოქმედ პედაგოგს 15 საათის ზევით რაც ექნება, მიეცით სხვა მასწავლებელს, რომ შეძლოს მუშაობა და თავისი თავის რეალიზება!“

„ვასწავლი ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. გასულ წელს ჩავაბარე პროფესიული და საგნობრივი (ისტორია) გამოცდები და ორივე საგანში ავიღე 10 კრედიტი. წელს სამოქალაქო განათლების გამოცდებზეც 10 კრედიტი დავიმსახურე. მიუხედავად ამისა, სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით მხოლოდ 5 საათი მერგო ისტორიაში. სამოქალაქო განათლებაში სერტიფიცირებული სკოლას არ ყავს, მაგრამ როგორც ამიხსნეს, პრაქტიკოსებს აქვთ უფლება ჩაატარონ გაკვეთილები შემოდგომის გამოცდებამდე. გამოდის, რომ მათ, ვინც გავხდით სერტიფიცირებული მასწავლებლები უნდა დაველოდოთ პრაქტიკოსების გამოცდების შედეგებს“.

„ხომ შეიძლება სამინისტრომ გააკონტროლოს სიტუაციები სკოლებში. ზოგიერთ სტატუსიან მასწავლებელს არ აძლევს საათებს, ზოგს კი - უამრავს. მეტიც, უსამართლობაა. სამართალი სად უნდა მოვიძიოთ?!“

„20 და 22 საათიც არ ყოფნით პრაქტიკოსებს. ვაკანსიებს არ დებენ დირექტორები და მაძიებლებს რაღას აბარებიებენ გამოცდებს?!“

რეალურად კი, კანონის მიხედვით, საათების განაწილების დროს სკოლის დირექციამ მასწავლებელთა კვალიფიკაციის შესაბამისად უნდა იმსჯელოს. დირექტორი ვალდებულია, საათებით დატვირთოს ჯერ სტატუსიანი, ბოლოს კი - პრაქტიკოსი პედაგოგები. ეს ინფორმაცია ეროვნულ სასწავლო გეგმაშიცაა გაწერილი. ესგ-ში ვკითხულობთ:

„5. ​1.  საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს/წამყვან/მენტორ მასწავლებლებს და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით, ხოლო კომბინირებული დაწყებითი (I-IV) კლასის მასწავლებელს 13 საათის ჩათვლით), ასეთის არსებობის შემთხვევაში“, - ნათქვამია ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ, მინისტრის ბრძანებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება