სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოხატული სკოლის ინტერიერი, სანიტარული ნორმების ზედმიწევნით დაცვა და სიყვარული დისტანციით გამოხატული- ორღულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა
28-09-2020
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით განახლდა. სკოლის დირექცია ახალ სასწავლო წელს მომზადებული შეხვდა. რამდენიმეთვიანი დისტანციური სწავლების შემდეგ სკოლის დირექცია მოსწავლეებს თბილ ფერებში მოხატული სკოლის ინტერიერი დაახვედრა. სკოლა ზედმიწევნით იცავს სანიტარულ ნორმებს და დისტანციას. 

„მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ორღულის საჯარო სკოლაც დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ჩვენი სკოლის პედაგოგები არ იშურებდნენ დროსა და ენერგიას სასწავლო პროცესის წარმართვისათვის. დისტანციური სწავლება ხომ ყველასათვის და მათ შორის ჩვენთვისაც დიდი გამოწვევა იყო,რისთვისაც თვალი უნდა გაგვესწორებინა... ჩვენ მართლა შეუძლებელი შევძელით :თითოეულ კლასთან სხვადასხვა საშუალებებით გაკვეთილების ჩატარება(მათ შორის სატელეფონო ზარის მეშვეობით);პედაგოგები ატარებდნენ დამატებით გაკვეთილებსაც, რომ რაც შეიძლება უკეთესი შედეგი გამოიღო სწავლებას და დღეს, როცა ისევ სკოლის კარები შევაღეთ, არ შემიძლია არ ავღნიშნო სკოლის დირექციის მზადყოფნა ახალი სასწავლო წლისათვის: თბილ ფერებში მოხატული სკოლის ინტერიერი,სანიტარული ნორმების ზედმიწევნით დაცვა და სიყვარული - დისტანციით გამოხატული, ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად!“,- აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ია დარბაიძე.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება