| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის ზურაბ იარაჯულის სახელობის N106 საჯარო სკოლის ხელმძღვანელის, თენგიზ გულორდავას ინიციატივით, სკოლაში „საპატიო მასწავლებლის“ ტიტული დაწესდა, რომელსაც ყველა ის დამსახურებული პედაგოგი მიიღებს, რომელიც წლების განმავლობაში სკოლის კედლებში ემსახურება თაობათა აღზრდას.
„აღსანიშნავი და მისაბაძია, სკოლის ხელმძღვანელის მიერ გამოვლენილი დამოკიდებულება, კოლეგების შრომის დაფასება და გულითადი მადლობის გადახდა. ამ ტიტულის პირველი მფლობელები გახდნენ სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები - ქალბატონი დოდო კალანდაძე და ქალბატონი ნანა მელაძე. მასწავლებლები, რომლებმაც 44 წელი გაატარეს ჩვენი სკოლის კედლებში, არაერთი ღირსეული ადამიანი აღუზარდეს ჩვენს სამშობლოს, წინა სასწავლო წელს ღირსეულად დაემშვიდობნენ სასკოლო ცხოვრებას. ეს პატივცემული ქალბატონები 106-ე სკოლის თითოეული თანამშრომლისთვის ძვირფასი ადამიანები არიან. სკოლის ხელმძღვანელმა, ბატონმა თენგიზ გულორდავამ, ორივე პედაგოგი თანამშრომლების გარემოცვაში, საზეიმოდ, N106 სკოლის საპატიო მასწავლებლის ტიტულით დააჯილდოვა. ჩვენ პატივს ვცემთ და ვამაყობთ მათით!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში