| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გაიცანით, მოტივაციით აღსავსე, წარმატებული მოსწავლე - ანდრია ბიგვავა, ქუთაისის N1 (გოქაძის) სკოლის მეორე კლასის მოსწავლე, რომელმაც izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა.
მოსწავლე ინოვაციური პორტალის ტესტირებაში პირველად მონაწილეობდა და შედეგით კმაყოფილია.
„წინა ხუთშაბათი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, რადგან პირველად მივიღე მონაწილეობა izrune.ge-ს ტესტებში. ძალიან გახარებული ვარ და შედეგით კმაყოფილი. პირველ ტესტზე ძალიან ვღელავდი, მაგრამ ამის მიუხედავად კარგი შედეგი მქონდა. დღეს კი უფრო თავდაჯერებული ვიყავი და შესაბამისი შედეგიც მივიღე. გავახარე ჩემი მზრუნველი დედიკო და მამიკო, მადლობა ყველას. ჩემი მიზანია ბევრი ვისწავლო და ბევრ მსგავს პროექტებში მივიღო მონაწილეობა! პირობას ვაძლევ ჩემს მზრუნველ მშობლებს, რომ მომავალში უკეთესი შედეგი მექნება“-, ამბობს ანდრია.
„დიდ მადლობას გიხდით მთელი ოჯახი. აქამდე რომ არ ვიყავით ამ საიტზე რამდენი ცოდნა და გამოცდილება დაუკარგავს ჩემ შვილს“, - აღნიშნავს მოსწავლის მშობელი თაკო ჩარგაზია.
ანდრიას უკვე ჰყავს განათლების პირადი მენეჯერი- ნინი ბორტიშვილი, რომელიც მისი განათლების მოტივაციაზე გულმოდგინედ ზრუნავს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში