სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ივერი ბერიძე ერთდროულად ორ - ქართულ და ესტონურ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა
24-09-2020
-
+


ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ივერი ბერიძე ერთდროულად ორ - ქართულ და ესტონურ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ მას და უსურვებენ წარმატებას ხვალინდელ გზაზე.

„ადამიანი ცხოვრებაში უამრავ დაბრკოლებას აწყდება და ეს დაბრკოლებაც ყველას ცხოვრებაზე სხვადასხვაგვარად აისახება. დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევა Covid-19 -ია, რომელმაც დააპაუზა მთელი 2020 წელი. თუმცაღა, მინდა აღვნიშნო, რომ მედალს ორი მხარე აქვს და შესაბამისად ამ ვირუსსაც გააჩნია მცირეოდენი დადებითიც, რომელსაც ყველა ინდივიდუალურად ვხედავთ, საკუთარი გამოცდილებიდან და ამ პაუზის მანძილზე ბევრი რამე აღმოვაჩინე. ცხოვრების ასე მოკლე მანძილზე უკვე ბევრი რამ გამოვცადე. მრავალი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი, ლიდერის მარჯვენა ხელი, ან უბრალოდ წევრი ვყოფილვარ. მინდა გითხრათ, რომ თითოეული ნაბიჯი ჩემთვის დიდ წარმატებად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიურ მოსწრებას დიდ დროს ფიზიკურად ვერ ვუთმობდი დღეს ვამაყობ, რომ მე დრო ფუჭად არ ვხარჯე და მწვერვალისკენ ნელი ნაბიჯებით მივიწევდი. დაუღალავი შრომა, გათენებული ღამეები, გადარბენები, მწარედ განცდილი, მაგრამ ტკბილად მოსაგონარი გრძნობები დაფასდა! ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, რაზეც მთელი აბიტურიენტობა ვოცნებობდი! მაგრამ ამით არ დამთავრებულა... 2020 წლის სექტემბერში ჩავირიცხე ესტონეთის ქალაქ ვალგას პროფესიული სწავლების ცენტრში (Valga County Vicational Training Center) ლოჯისტიკის ფაკულტეტზე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ავიღე აკადემიური. 14 სექტემბერს Online-ჩამიტარდა პირველი ლექცია ესტონეთიდან. უკვე ერთი კვირაა ვესწრები და მომწონს, ძალიან საინტერესო ფაკულტეტია, კმაყოფილი და გახარებული ვარ ჩემი გადაწყვეტილებით, თქვენც იმავეს გისურვებთ მომავალში, ახალგაზრდებო! როგორც საქართველოში (დღევანდელი ვარაუდით) 1 ოქტომბრიდან ნახლდება სწავლა აუდიტორიებში, ასევე განახლდება სწავლა ესტონეთშიც, ოღონდ 1 ნოემბრიდან და ოფიციალურად ვეწვევი ესტონეთს. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც მომცა მოტივაცია და ძალა, რომ გაბედული ნაბიჯებით მევლო წინ! პირველ რიგში ჩემ სკოლას, ჩემ უსაყვარლეს პედაგოგებს და დირექციას! მიყვარს და მეამაყება, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ვიყავი! მინდა მოგმართოთ ყველა ახალგაზრდას, რომ არასდროს დაიხიოთ უკან. ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და აუცილებლად დაგიფასდებათ! გაუსწორეთ თვალი რეალობას და მიზანი ბევრად უფრო ახლოს მოვა თქვენთან!“, - აღნიშნავს ივერი ბერიძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„ერი, რომელსაც ჰყავს კარგი მასწავლებელი, ყოველთვის იპოვის გზას გადარჩენისაკენ“.

საშუალო ხელფასები 248 ლარით გაიზარდა - განათლებაში კი 1517 ლარი გახდა

„მინდოდა ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი ვყოფილიყავი“, - საინტერესო ისტორიები პატრიარქის ბავშვებისა და ოჯახის შესახებ

 

უმაღლესების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებაში უმაღლესები არ მონაწილეობენ

მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა მოიცავს საკონტაქტო და არასაკონტაქტო საათებს

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

მე-7 კლასელები პროექტში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და თემის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები შექმნეს

 

მსგავსი პრაქტიკული მეცადინეობები ხელს უწყობს მოზარდებში კვლევითი უნარების განვითარებასა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაღრმავებას

მოსწავლეებმა დედის დღისადმი მიძღვნილ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება