| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლამ, ინსპექტირების წარმატებით გავლის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი რეგულაციებისა და წესების დაცვით 15 სექტემბერს 2020-2021 სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაიწყო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა სველი წერტილების შენობაში, რომლის პროექტიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. განხორციელებული სამუშაოები სრულიად შეესაბამება ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს.
სკოლის ბიუჯეტით გარემონტდა შენობის მეორე სართულის 6 საკლასო ოთახი.
„სკოლას აქვს სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების მარაგი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სრული მზაობა გვქონდეს მომდევნო პერიოდშიც საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელებისა. მოსწავლეები და მათი მშობლები გაგებით მოეკიდნენ პანდემიის შედეგად შექმნილ სიტუაციას და ერთობლივი მუშაობით ხელს ვუწყობთ სწავლის პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობას“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში