სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი ზაფხულის განმავლობაში უამრავ პროექტსა თუ აქტივობაში იყვნენ ჩართულნი
23-09-2020
-
+


უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლა მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებაზე არდადეგების დროსაც აქტიურად ზრუნავდა. 

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა არდადეგები საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარეს და მთელი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში იყვნენ ჩართულნი.

სკოლაში საზაფხულო ბანაკი ფუნქციონირებდა, რომელიც ინტელექტუალური თამაშებითა და სპორტული შეჯიბრებებით იყო დატვირთული.

მოსწავლეებმა ბუნებაში სამაგიდო თამაშები გამართეს. სკოლის ინტელექტბანაკში კი საინტერესო ინტელექტთამაშები ჩატარდა. სკოლის წარმომადგენლების და მოსწავლეების ორგანიზებით ასევე მდინარე ძევრულაზე სათავგადასავალო თამაშები მოეწყო, რომელიც მოსწავლეებმა წარმატებით და უსაფრთხოდ დაასრულეს და ბევრი იხალისეს. 

მოსწავლეები ასევე ველოტურში მონაწილეობდნენ. „იკატავე“ ძევრის სკოლასთან ერთად“​ - ასე ერქვა ერთ-ერთი სპორტულ აქტივობას, რომელიც აგვისტოში ჩატარდა. ულამაზეს ქვერუნას ხეობაში მოსწავლეებმა ველოტური გამართეს და 7 კილომეტრი გაიარეს.

სკოლის ეზოში კინოჩვენებებიც მოეწყო.

მოსწავლეებს არც უკვე ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო საქმიანობა დავიწყებიათ. „სიკეთის კლუბმა“ მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. მოსწავლეები შეგროვებული პროდუქტებით სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ. 

სკოლა ძლიერ გუნდს ნაყოფიერი ზაფხულისთვის მადლობას უხდის.

„ლიდერთა ძლიერი გუნდი... გარანტირებული წარმატებების მომტანნი...გუნდმა რომელმაც მოკლე ხანში დაარესტარტა ძევრის საჯარო სკოლა! მადლობა STAFF-ს „ცხელი“ ზაფხულისათვის ! წინ ბობოქარი სასკოლო ცხოვრება, უამრავი პროექტები და წარმატებებია“,- ნათქვამია მადლობის წერილში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება