სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბიწმენდის საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს დიდი ხნის ნატვრა აუსრულდათ - მათ ახალი სკოლა ექნებათ
21-09-2020
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიწმენდის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ხნის ნატვრა და ოცნება აუსრულდათ - მათ ახალი სკოლა ექნებათ.

„საუკუნოვანი სკოლის შენობაში გვიხდებოდა მოღვაწეობა. ბევრი ხელშემშლელი პირობები იყო, ბნელ, ნესტიან სარდაფის ტიპის ოთახებში ტარდებოდა გაკვეთილები, სადაც ბავშვების ჯანმრთელობისათვის საზიანო იყო.

დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა სკოლის დემონტაჟი. ახალი სკოლის მშენებლობა იმავე ტერიტორიაზე დაიგეგმა, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, მშენებლობის პროცესი არ შეჩერებულა. მშენებლები მუხლჩაუხრელად შრომობენ შენობის დროულად დასამთავრებლად. 

სოფლის მოსახლეობას აღარ სჯეროდა, თუ ოდესმე დაიწყებოდა სკოლის მშენებლობა. ფიქრობდნენ, რომ ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო, მშენებლობა გაურკვეველი ვადით გადაიდებოდა, თუმცა სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, სოფლის მცხოვრებნი მოულოდნელად გახდნენ დიდი აღმშენებლობის მოწმენი. რამდენიმე თვე და ახალ სკოლაში პირველად დაირეკება მოსწავლე -ახალგაზრდობისათვის ზარი, რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდებიან.

ჩვენ, ბიწმენდის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები უღრმეს მადლობას ვუხდით განათლების სამინისტროს. უდიდეს მადლობას გამოვთქვამთ მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ფარნაოზ იორდანიშვილის, პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის-ბატონ შალვა კერესელიძის, მუნიციპალიტეტის მერის - ბატონ გიორგი კაპანაძისა და ყოფილი პარლამენტის წევრის, დეპუტატის ბატონ დიმიტრი ხუნდაძის მიმართ, რომლებმაც ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ და მომავალ თაობას აუხდინეს დიდი ხნის ოცნება, რომ თანამედროვე დიზაინით გვექნება ბიწმენდის საჯარო სკოლის ახალი შენობა“-წერს სკოლის დირექტორი ნინელი მამულაშვილი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება