სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების საერთაშორისო ცენტრმა კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამა გამოაცხადა
10-10-2017
-
+


განათლების საერთაშორისო ცენტრმა კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო.

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულების ჩაბმა საქართველოში ავტორიზებული  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაში, აგრეთვე ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულებისა და ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელების თანამშრომლობას ერთობლივი პროექტებისა და კვლევების განხორციელების მიზნით.

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში განაცხადის შემოტანის უფლება აქვთ ცენტრის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება და განაცხადის გაკეთების დროისთვის დასრულებული აქვთ სწავლა.

მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში ცენტრის კურსდამთავრებულებმა შეიძლება წარადგინონ პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციურ და აკადემიურ განვითარებას. ერთობლივი პროექტების ფარგლებში კურსდამთავრებულებმა შესაძლებელია შექმნან საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7-ს. საპროექტო განაცხადში უნდა იქნეს მითითებული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი. პროექტის სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, პროექტში შესაძლებელია ცენტრის იმ სტიპენდიანტების ჩართვა, რომლებსაც სწავლა ჯერ არ დაუსრულებიათ.

მცირე საგრანტო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • სწავლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარება;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური განვითარება;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი კვლევის წარმართვა.
კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში აკადემიური და ინსტიტუციური საპროექტო თემები შეირჩევა პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეთანხმებით.

კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის საკონკურსო განაცხადების მიღება მოხდება 9 ნოემბრის 19:00 სთ-მდე, თბილისის დროით.
დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირები შეძლებენ  ელექტრონული განაცხადის შევსებასა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში: https://app.iec.gov.ge/.

პროექტებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეაფასებს საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაში შევლენ ცენტრის კურსდამთავრებულები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეულ პროექტზე შეადგენს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს. კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ მოითხოვონ სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსება, ასევე მოიძიონ დაფინანსების (ფულადი და/ან ნატურით) სხვა წყაროები. პროგრამის დეტალური აღწერისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის სანახავად იხილეთ ბმული - http://iec.gov.ge/4310

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება