| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. სკოლაში სწავლა დისტანციურად დაიწყო.
„დადგა როგორც იქნა დადგა ეს ბედნიერი დღე, როცა ვაგრძელებთ ჩვენს სასწავლო პროცესს.
ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ ულევ წარმატებას, ნაყოფიერ წელს და რაღა თქმა უნდა, ჯანმრთელობას.
ჩვენო პირველკლასელებო პატარებო, მაგრამ ჩვენო დიდო იმედებო, თქვენ განსაკუთრებულად გილოცავთ ცხოვრების ახალი და საინტერესო ეტაპის დაწყებას, რომელიც სავსეა საინტერესო აღმოჩენებით.
გისურვებთ, რომ ეს იყოს თქვენი წარმატების საწინდარი.
დიდი მადლობა მშობლებო, რომ ასე აქტიურად ხართ ჩართული სასწავლო პროცესში და გვერდში გვიდგებით ამ რთულ მომენტებში.
იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე ერთმანეთს შევხვდებით ძველ და მონატრებულ გარემოში და ისევ ჩვეული ჟრიამულით აივსება ჩვენი სკოლის დერეფნები.
ჩვენო ძვირფასო მასწავლებლებო უღრმესი მადლობა თქვენ, ყველა სირთულის მიუხედავად რომ მედგრად დგახართ, ფარ-ხმალს არ ყრით და ცდილობთ მაქსიმუმი გააკეთოთ ჩვენი მომავალი თაობისთვის, თქვენი შრომა ფასდაუდებელია!
გილოცავთ! წარმატებული 2020-2021 სასწავლო წელი!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში