| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო.
სკოლა მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
„მოვიდა შემოდგომა, თბილი და ლამაზი სექტემბერი. სოფელი გამოცოცხლდა, ჰაერში ტრიალებს შემოდგომის სურნელი.ყოველი შემოდგომის მოსვლა გვახარებს ყველას და გვამცნობს სწავლის დაწყებას.უამრავი ადამიანი,განსაკუთრებით პატარები სიხარულით ავსებული თვალებით მიეშურებიან სკოლისაკენ, ითვლიან ახალ ნაბიჯებს და გული გამალებით უცემთ.
2020/2021 სასწავლო წელი უჩვეულო ფორმით დავიწყეთ ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და მასწავლებლებო! მიუხედავად იმისა,რომ ვერ შევხვდით ერთმანეთს და სწავლა გავაგრძელეთ დისტანციური სისტემით, მაინც გვაქვს უდიდესი სურვილი მთელი გულით მოგილოცოთ სწავლის დაწყება და გისურვოთ წარმატებები. თქვენ გელოდებათ ფაქიზად მოვლილი და მომზადებული სკოლის კედლები, რომელშიც ძალიან მალე შევძლებთ სწავლის გაგრძელებას და ისევ აივსება თქვენი ჟრიამულით“,- ნათქვამია მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში