| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო. ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და მოსწავლეებს უსაფრთხო გარემოში დახვდა. დირექციამ მიმართვა გაავრცელა და მოსწავლეებს კიდევ ერთხელ გააცნო სკოლის შენობაში შესვლის წესები.
„კოლეგებო, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატებები. ყველა პედაგოგისთვის სკოლის შენობაში სავალდებულოა პირბადე.
მოსწავლეები უკვე გადავანაწილეთ კლასების მიხედვით სამივე შესასვლელში შემდეგნაირად: I,II,III,IV კლასების მოსწავლეები შემოვლენ ჩრდილოეთის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელიდან (სტალინის ბაღის მხრიდან); V,VI,VII,VII კლასის-სამხრეთის მხრიდან (სტადიონის მხრიდან); IX,X,XI,XII კლასის-დასავლეთის მხრიდან (ეკლესიის მხრიდან);
შესასვლელებში გამოკრულია თერმოსკრინინგზე პასუხისმგებელი პირების სია კვირის განმავლობაში, ასევე, მითითებულია საკლასო ოთახების მდებარეობა სართულებზე.
იმედია, დღის რეჟიმი, გაკვეთილების ცხრილი და რეგულაციები უკვე გააცანით მოსწავლებსა და მშობლებს. გააფრთხილეთ, მოვიდნენ 15-20 წუთით ადრე, რათა არ შეფერხდეს საგაკვეთილო პროცესი, სკრინინგზე პასუხისმგებელი მასწავლებლები ცხადდებიან ნახევარი საათით ადრე. არ დაივიწყოთ პირბადე. წარმატებებს გისურვებთ“,-წერია დირექციის მიმართვაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში