| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ბარდუბნის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს ტრაგედიით ხვდება. მარიამ ბარდაველიძე, ბარდუბნის სკოლის ყოფილი მოსწავლე მწვავე ლეიკემიით გარდაიცვალა. „ის იყო საოცარი გოგონა, ხალისიანი, ლამაზი, ბეჯითი... კარგი მოსწავლე გახლდათ და წარმატებული სტუდენტი“, - ასე დაიწყო საუბარი Etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორმა ირმა ბარდაველიძემ, რომელიც გოგონაზე საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებდა.
მარიამის ოჯახის ტრაგიკული ისტორია ათიოდე თვის წინ დაიწყო, როდესაც მამა, რომელიც ამავე სკოლის დირექტორი გახლდათ, სიმსივნით გარდაიცვალა. არადა სწორედ მამა გახლდათ გოგონას კერპი, მისაბაძი, ეტალონი და როდესაც „ეტალონის“ ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატზე, ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა ჰკითხა, ვინაა შენი ეტალონიო, მარიამმა სწორედ მამა დაასახლა - მამა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მძიმე სენმა წაართვა, ახლა კი თავად თავად წავიდა იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.
ბარდუბნის სკოლის დირექტორს კი ამ წუთას მხოლოდ ერთი კითხვა აქვს - რატომ?!
„არ მესმის, რატომ უნდა გვეცლებოდნენ ასეთი ახალგაზრდები ხელიდან... ვერ წარმომიდგენია მარიამის გარეშე ჩვენი ცხოვრება... ახლა, როდესაც მან საკუთარი ოცნებების ასრულება დაიწყო და გარკვეულ მიზნებს მიაღწია, რატომ უნდა წასულიყო ამქვეყნიდან?! ...ასეთ დროს, ყოველთვის მინდა ახალგაზრდებს, მოზარდებს ვუთხრა, რომ გაუფრთხილდნენ სიცოცხლეს და უყვარდეთ ერთმანეთი“.
და მართლაც - რატომ?! ამ კითხვაზე პასუხს ალბათ ვერასოდეს მივიღებთ! ისღა დაგვრჩენია მწუხარება, სინანული გამოვთქვათ ამ ყველაფრის გამო, Etaloni.ge-ს გუნდის სახელით მივუსამძიმროთ მარიამის ოჯახს, მის მშობლიურ სკოლას და რა თქმა უნდა მთელ საქართველოს, ასეთი „მზე-გოგოს“ დაკარგვის გამო.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში