| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში“; - ასეთია ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა, რომელიც შესაბამისმა სტრუქტურებმა მოსწავლეების მშობლებს წაუყენეს და რა თქმა უნდა, გარშემომყოფების უსაფრთხოებისთვის, უდავოდ, ასეც უნდა მოხდეს, თუმცა ამ დროს დგება ერთი პრობლემა - არადამაკმაყოფილებელი, რომლის განსაზღვრული რაოდენობის შემდეგ, მოსწავლეს ექსტერნის ჩაბარება უწევს.
ჰოდა თუ ვიმსჯელებთ, რომ ბავშვები „გრიპის სეზონზე“ რამდენჯერმე ცივდებიან, ბუნებრივია, არადამაკმაყოფილებლების რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს, ამას დავუმატოთ ისიც, რომ მათთვის არც „სიმულანტობაა“ უცხო, ისიც კარგად იციან, ვერცხლისწყლის თერმომეტრზე როგორ მოამატონ ხელოვნურად ტემპერატურა და ასე, თითო დახველებაზე სკოლა თუ აცდინეს, გამოდის, სულ არ ივლიან. ჰოდა ამ მხრივაც დიდი გაუგებრობა გველის.
Etaloni.ge-მ საკითხის გარკვევა განათლების სამინისტროსთან სცადა, თუმცა ამ ეტაპზე ჯერჯერობით არაფერია გარკვეულია, რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც სკოლებს შესაძლოა ჰქონდეთ, საქმე ისაა რომ ამ ეტაპზე, არავინ არაფერი იცის; მხოლოდ ვარაუდის დონეზე მსჯელობენ, რომ შედარებით დაბალ კლასებში მასწავლებლები შესაძლოა საერთოდ გათავისუფლდნენ არადამაკმაყოფილებლის წერისგან, თუმცა მაღალ კლასებს რას მოუხერხებენ, ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს და მხოლოდ ბუნდოვანი კომენატრით შემოიფარგლებიან - ჯერ დავიწყოთ სწავლა!
ჰოდა, ურიგო არ იქნება, სანამ თითოეული მოქალაქის მოვალეობებს გაწერენ ძლიერნი ამა ქვეყნისა, მანამ ყველა კითხვისნიშანი გამორიცხონ, თორემ ფაქტია, სწავლასთან დაკავშირებით, ყველა ისედაც დიდ გაურკვევლობაში ვართ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი