სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

54 დღე 13 წლის ბიჭის დაკარგვიდან - რა ვერსიებზე საუბრობენ და რას ითხოვენ შსს-სგან მშობლები?
10-09-2020
-
+


13 წლის ილია ფილფანს, რომელიც სვანეთიდან დაიკარგა, 2 თვეა უშედეგოდ ეძებენ. მოზარდის მშობლები ვარაუდობენ, რომ ბავშვი შესაძლოა გაეტაცებინათ და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაეყვანათ.

დაკარგული მოზარდის მშობლების თქმით, არავითარი ვიდეო და სატელეფონი ჩანაწერი არ მოიძებნა, რომლის მიხედვითაც ილია ფილფანის ადგილმდებარეობა დადგინდებოდა. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესაც შეხვდნენ და უწყებისგან ინტერპოლის ჩართულობა და საერთაშორისო ძებნის გამოცხადება მოითხოვეს.

„არავითარი მოწმე, სატელეფონო ზარი ან ვიდეოჩანაწერი არ მოიძებნა, რაც გვიჩენს ვარაუდს, რომ ბიჭი შესაძლოა ქვეყნის საზღვრებს გასცდა ან გაიყვანეს. მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვარი არ კონტროლდება, შესაძლოა სწორედ იქ იყოს, თუმცა მოზარდი დამოუკიდებლად საზღვარს ვერ დატოვებდა“, - განაცხადა მამამ.

როგორც ილიას დედა ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში იმისთვის მივიდნენ, რომ გაეგოთ არის თუ არა დაწყებული საერთაშორისო ძებნა.

„ჩვენ დავინტერესდით, თუ რა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. შესაძლოა, თუ არა რომ ადგილი ჰქონდეს გატაცებას, მიმდინარეობს თუ არა მოზარდის საერთაშორისო მასშტაბით ძებნა, რაზეც გვიპასუხეს, რომ ამ მიმართულებითაც მუშაობენ“, -  ამბობს გაუჩინარებული ბიჭის დედა. 

შსს-ს ცნობით, მოზარდის სამძებრო სამუშაოებში თავიდანვე ჩაერთვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მოზარდს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ეძებდნენ, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

ცნობისთვის, 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება