სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მოსწავლეს პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის სკოლიდან გარიცხვა ემუქრება - რა წესები მოქმედებს პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის გერმანიაში
11-09-2020
-
+


ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ გერმანიაში სკოლები აგვისტოში გაიხსნა. მართალია სასწავლო პროცესს ჩვეულს ვერ დავარქმევთ, გერმანიის თითოეულ ფედერალურ მიწაზე ინდივიდუალური შეზღუდვები მოქმედებს. ყველაზე მკაცრი შეზღუდვები ვრცელდება გერმანიის ჩრდილო-დასავლეთში, ვესტფალიის რეგიონში, სადაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მაღალია. გერმანიის განათლების სამინისტრო ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს და სკოლის ადმინისტრაციის წევრს სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე პირბადის ტარებას ავალდებულებს. ამ წესის დარღვევისთვის ჯარიმა და სასჯელიც კი არის გათვალისწინებული.

ვესტფალიაში  ამ წესის მუდმივი დამრღვევებისთვის ძალიან მკაცრი სასჯელი- სკოლიდან გარიცხვა არის გათვალისწინებული.

სასწავლო პროცესის დროს მასწავლებელს შეუძლია პირბადის მოხსნა მცირე დროით, როდესაც ახალ მასალას დაფასთან, მოსწავლეებისგან დიდი მანძილის დაშორებით ხსნის. მშობლებს არ შეუძლიათ მოსწავლეების სკოლაში გაშვება სურდოს უმნიშვნელო ნიშნების შემჩნევის შემთხვევაშიც. ასეთ დროს რამდენიმე დღის განმავლობაში რეკომენდირებულია სახლში ბავშვზე დაკვირვება და დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზება. მასწავლებლები, რომლებსაც გაციების პირველი ნიშნები აღენიშნებათ შეუძლიათ სამსახურში არ მივიდნენ. ასეთ შემთხვევაში მათ უნდა მიმართონ ექიმს.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება