სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

​„​თბილისობის“​ ღონისძიებები მხოლოდ ლაივრეჟიმში ჩატარდება - იუბილეების, ქორწილებისა და ქელეხების გამართვა 10 სექტემბრიდან იკრძალება
09-09-2020
-
+


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, წელს „თბილისობა“ არ გაიმართება. 

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის სხდომაზე განაცხადა, ღონისძიებები ლაივრეჟიმში ჩატარდება და მოსახლეობას ტელევიზორით შეეძლება ყურება.

„თქვენ ყველამ იცით, რომ „თბილისობა“ არის ოქტომბრის თვის პირველ შაბათ-კვირას და არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოგვიწევს ამ ღონისძიებების გადადება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და შესაბამისად, „თბილისობის” ღონისძიებები გაუქმდა. ჩვენ გვექნება კულტურის სამსახურთან მუშაობა, იმასთან დაკავშირებით, რომ დავგეგმოთ კონცერტები მხოლოდ ლაივრეჟიმში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ 10 სექტემბრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით იკრძალება იუბილეეების, ქორწილებისა და ქელეხების გამართვა.

„სოციალური ღონისძიებები, როგორც არის იუბილეები, ქორწილები და ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან მომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან აიკრძალება. მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებდა, თუმცა ხვალიდან ე.წ. სოციალური ღონისძიებების აკრძალვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება