სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის გამოცხადდება განმეორებითი რეგისტრაცია მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდაზე?
15-09-2020
-
+


2020 წელს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა განსხვავებულად - ორ ნაწილად ჩატარდა. ზაფხულში მასწავლებლობის მსურველებმა და მაძიებელმა პედაგოგებმა დაადასტურეს კომპეტენცია. პრაქტიკოსთა გამოცდა კი შემოდგომაზეა დაგეგმილი. გამოცდაზე გასვლის მსურველებმა რეგისტრაცია გაზაფხულზე გაიარეს, იმ პრაქტიკოსების ადგილზე კი, რომლებიც გამოცდაზე გასვლას არ აპირებენ, ვაკანსიები გამოცხადდა.

როდის გამოცხადდება რეგისტრაცია პრაქტიკოსთა საშემოდგომო გამოცდაზე? - ამ კითხვით etaloni.ge-მ მასწავლებლის სახლს მიმართა:

„განმეორებითი რეგისტრაცია იგეგმება სექტემბერში, ზუსტი თარიღი ამ ეტაპისთვის უცნობია, ამას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოაცხადებს“, - აღნიშნა მასწავლებლის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა.

საშემოდგომო გამოცდაზე დაშვებას მაძიებელი პედაგოგებიც ითხოვენ. მათ ხელმოწერები შეაგროვეს და თხოვნით განათლების სამინისტროს მიმართეს. როგორც მასწავლებელთა სახლში განგვიმარტეს, ჯერჯერობით არაა ცნობილი, მიეცემათ თუ არა შემოდგომის გამოცდაზე გასვლის საშუალება მაძიებელ პედაგოგებსა და მასწავლებლობის მსურველებს.

კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ წელს პირველად სპეციალურ მასწავლებლებს პრაქტიკოსის სტატუსი მიენიჭათ და შემოდგომის გამოცდაზე გასვლას ისინიც შეძლებენ.

იხილეთ ასევე: „დღე-დღეზე გამოცხადდება რეგისტრაცია“ - ვის მიეცემა მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდაზე გასვლის უფლება?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება