სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში სამედიცინო პუნქტები სავალდებულო გახდება - კანონში ცვლილება შედის
07-09-2020
-
+


„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, სკოლა ვალდებული იქნება, მის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა უზრუნველყოს.

დღეს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა სკოლაში ექიმის საჭიროების შესახებ ისაუბრა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა განაცხადა, დღეის მდგომარეობით, სამედიცინო პუნქტი მხოლოდ 432 სკოლაშია გახსნილი.

„საკითხი ეხება სკოლის სამედიცინო კუთხით მოწესრიგებას, შესაბამის აპარატურა, საუბარია თერმომეტრზე, წნევის საზომზე და ა.შ. დიდი სკოლების შემთხვევაში ექიმის დაწესებულებაში ყოფნის აუცილებლობა იქნება.

კანონპროექტით ცვლილება უნდა შევიდეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც, სკოლაში სამედიცინო პუნქტის არსებობა და მოწყობა სავალდებულო გახდება.

ამ წუთას 2000-ზე მეტი საჯარო სკოლიდან 432 სკოლაშია სამედიცინო პუნქტი გახსნილი, თუმცა როგორ ფუნქციონირებს რა სტანდარტებს ექვემდებარება ეს ცალკე შესასწავლი საკითხია“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უნდა დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტი. აღნიშნული განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცდება. ხოლო ფუნქციონირების წესს გადაწყვეტს როგორც განათლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროები.

მისივე თქმით, მცირეკონტიგენტიან სკოლებში ექიმის ფუნქცია შესაძლოა ოჯახის ან უბნის ექიმმაც შეითავსოს.

„სკოლა ვალდებული იქნება, სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა უზრუნველყოს.

იმ შემთხვევაში თუ სკოლაში 2000 ან მეტი მოსწავლეა შესაძლოა ერთზე მეტი ექიმი დაინიშნოს, ხოლო ისეთ მცირეკონტიგენტიან სკოლებში სადაც 100 ან ნაკლები მოსწავლეა შესაძლოა სკოლის ექიმის ფუნქცია უბნის ექიმმა შეითავსოს, ან ოჯახის ან სხვა სამედიცინო ტიპის პერსონალმა“, - აღნიშნა გენადი მარგველაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღად კანონპროექტში 2023 წელის 1 იანვარია მითითებული.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება