| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის საჯარო სკოლა რესპუბლიკის იმ 18 სკოლას შორის მოხვდა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მიერ იქნა შერჩეული. მიმდინარე წლის 27 ივლისიდან სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო ზაფხულის კინოსკოლამ და ორი კვირა გაგრძელდა.
„პროექტმა ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ მასში არა მარტო ჩვენი სკოლის მოსწავლეები, არამედ სოფელში სტუმრად ჩამოსული ბავშვებიც აქტიურად ჩაერთვნენ. მოსწავლეები ყოველდღიურად მსოფლიო და საქართველოს კინოხელოვნების შედევრებს ნახულობდნენ შემდეგ კი იმართებოდა დისკუსია-ისინი მსჯელობდნენ თითოეულ გმირზე, ქმნიდნენ ნახატებს და წერდნენ ესეს კონკრეტული ფილმიდან გამომდინარე. ბოლოს კი მოსწავლეებმა ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელთან, კოტე აბდუშელიშვილთან ერთად მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღეს.
მადლობა საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს ასეთი საინტერესო პროექტის შემოთავაზებისთვის“,-წერს სკოლის დირექტორი ნონა ყაველაშვილი.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“