| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მოსე ხონელის სახელობის, ხონის N1 საჯარო სკოლას ოქროს მედლის ოთხი კანდიდატი ჰყავს, 17 მოსწავლე კი კომპიუტერზეა წარდგენილი.
თინათინ რატიანმა, თინათინ ჭავჭანიძემ, ნინო ბუაძემ და ნინო სანოძემ საშუალო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, მშობლიურ სკოლას ოქროს მედლებით ხელდამშვენებულები გამოემშვიდობნენ და მიუხედავად იმისა, ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მათი მაღალი ქულების მიხედვით, თამამად შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ეს ეტაპიც წარმატებით დაძლიეს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხონის N1 საჯარო სკოლის ბრწყინვალე ოთხეული მალე უმაღლეს სასწავლებლებში ამაყად შეაბიჯებს, უკვე სტუდენტის სტატუსით და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსე ხონელის სახელობის, ხონის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატებები ამით არ დასრულებულა.
როგორც Etaloni.ge-ს სკოლიდან აცნობეს, მათ ასევე 17 მოსწავლე ჰყავთ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, წარდგენილნი არიან პროგრამაზე „ჩემი პირველი კომპიუტერი“ და სულ მალე ისინი ლეპტოპებით დაჯილდოვდებიან.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“