| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
.jpg)
გორის მუნიციპალიტეტის, ყელქცეულის საჯარო სკოლა განსაკუთრებულად ემზადება ახალი - 2020-2021 სასწავლო წლისთვის; მით უმეტეს, რომ უკვე ცნობილია განათლების სამინისტროს რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს საჯარო სკოლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.
ყელქცეულის საჯარო სკოლის ადმინისტრაციაც ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო როგორც მოსწავლეების, ისე პედაგოგებისთვის და ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკიც მინიმუმამდე დაიყვანოს.
სწორედ ამიტომ, ყელქცეულის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და როგორც Etaloni.ge-ს სკოლის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ახალ სასწავლო წელს ახალი სამასწავლებლოთი შეხვდებიან.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები გორის მერიის დაფინანსებით ხორციელდება და ზედმიწევნით მოწესრიგდება სველი წერტილების საკითხიც - სველი წერტილები შენობაშივე დამონტაჟდება და მალე ყელქცეულის საჯარო სკოლა სრულად მზად იქნება ახალი, 2020-2021 სასწავლო წელი აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოში დაიწყოს.ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“