სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით ლაფანყურის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული, რომელმაც სკოლა არაერთხელ ასახელა
19-08-2020
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის, ლაფანყურის საჯარო სკოლა საკუთარ კურსდამთავრებულს - მარიამ ნადირაშვილს წარმოგვიდგენს, რომელმაც საშუალო საფეხური ოქროს მედალზე დაასრულა, ეროვნული გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა და მალე, ამაყად შეაღებს უმაღლესი სასწავლებლის კარს, უკვე სტუდენტის სტატუსით.

„ლაფანყურის საჯარო სკოლა 2019-2020 სასწავლო  წელს ერთ-ერთმა წარჩინებულმა მოსწავლემ, მარიამ ნადირაშვილმა, დაასრულა. მარიამი სკოლაში არა მარტო სანიმუშო ყოფაქცევითა და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა, არამედ აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტში და მუდმივად თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ამგვარმა აქტიურობამ  მარიამს საშუალება მისცა,  გასცნობოდა სხვადასხვა პროფესიის სპეციფიკას და სწორი გადაწყვეტილება მიეღო მომავალი საქმიანობის შერჩევისას. სკოლაში უპირატესობას ტექნიკურ საგნებს ანიჭებდა და თავიდანვე იცოდა, რომ სწავლა ამ მხრივ უნდა გაეგრძელებინა. გადაწყვეტილების მიღებისას კი კარგად შეისწავლა ყველა ფაკულტეტი და არჩევანი ეკონომიკაზე შეაჩერა, რადგან მიიჩნევს, რომ სწავლის ამ ფაკულტეტზე გაგრძელება მას ყველაზე მეტად დაეხმარება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში.

მარიამ ნადირაშვილმა არაერთხელ ასახელა ჩვენი სკოლა. ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ყვარელში; საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულების შემდეგ დაჯილდოვდა პერსონალური კომპიუტერით. 

ამავე წელს იმყოფებოდა ანაკლიის მომავლის ბანაკში, რომელმაც, მისი თქმით,  უდიდესი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში და უბიძგა, საკუთარ თავში აღმოეჩინა ის თვისებები, რომლებიც მომავალში წარმატების მიღწევაში დაეხმარებოდა.

2019 წელს, სკოლიდან გაგზავნილ ბავშვებს შორის,  ისტორიისა და გეოგრაფიის ტესტების საუკეთესოდ დაწერის შემდეგ, მარიამმა მონაწილეობა მიიღო გონიოს არქეოლოგიურ ბანაკში. 2017 წელს, კისისხევის კულტურის სახლში გამართულ ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალში საუკეთესო სამ მოსწავლეს შორის მოხვდა; საბოლოოდ კი, შრომა დაუფასდა და სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა.

უნივერსიტეტშიც ასეთივე მონდომებით უნდა სწავლის გაგრძელება და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამომჟღავნება. მარიამი თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობს, ხატავს და ფოტოებს იღებს. მან ამ მხრივაც ბევრჯერ წარმოაჩინა ჩვენი სკოლა საკუთარი ნამუშევრების სხვადასხვა გამოფენაზე გატანითა და უამრავი ჯილდოს მიღებით“, - ნათქვამია ლაფანყურის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება