სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები უფროსკლასელთა კონკურსში წარმატებით  მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
17-08-2020
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმანში 14 აგვისტოს ახალგაზრდებთან საჯარო შეხვედრა და უფროსკლასელთა კონკურსის „ეს ქვეყანა შენიას“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. დაჯილდოებულთა შორის არიან ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

კონკურსი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა და მასში უფროსკლასელთა 150-მდე გუნდი მონაწილეობდა.

„შეხვედრის მიზანი იყო მოწვეული ექსპერტების და პოპულარული ადამიანების ახალგაზრდებთან და მათ პედაგოგებთან პირისპირ შეხვედრა და მათი ინფორმირება სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის და აქტივიზმის შესახებ. ამ მისიით სოფელ ახალაბასთუმანში ჩამოვიდნენ ცნობილი პუბლიცისტი და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, განათლების ექსპერტი გიორგი გახელაძე და მწერალი ზვიად კვარაცხელია.

ღონისძიებაზე გაიმართა „ეს ქვეყანა შენიას" უფროსკლასელთა კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება.

კონკურსი ახალგაზრდებისთვის (უფროსკლასელებისთვის) - „ეს ქვეყანა შენია!" მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა და მასში მონაწილეობდა უფროსკლასელთა 150-მდე გუნდი.

გამარჯვებულები გამოავლინა პედაგოგებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენ- ლებისგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ.

სამეგრელოს რეგიონის გამარჯვებულები სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები: მარიამ ნარმანია; დიმიტრი გულუა; მარიამ ჟვანია; გიორგი ნარმანია და კურატორ-მასწავლებელი ნანა ჩუხუა.

საზღვრისპირა სოფელში მდებარე სკოლის კლუბმა „მომავლის ევროპელები" - წარმოადგინა პანდემიის საპასუხო პროექტი „მე შენ მახსოვხარ", რომლის ფარგლებშიც მასწავლებლის დახმარებით თავად დაამზადეს 200 პირბადე: 50 დარიგდა ენგურის საზღვარზე; 50 ზუგდიდის სააფთიაქო ქსელებში, მოხუცებისთვის უფასოდ შესათავაზებლად; ხოლო 100 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, გალში, ენგურს მიღმა აქტივისტის - „კეთილი კურიერის" საშუალებით.

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას" ფარგლებში გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ კურატორ -მასწავლებლებს საჩუქრად გადაეცათ ნოუთბუქები.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გაიმართა დისკუსია ადგილობრივ ახალგაზრდებსა და ჩამოსულ სტუმრებს შორის.

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია" მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება