სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მჯერა, ჩემს ძვირფას და სიცოცხლით აღსავსე ბავშვებს სკოლის ეზოში შევხვდები“ - სამღერეთის საჯარო სკოლის დირექტორის სასექტემბრო მოლოდინი
03-08-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ, რომ იყოს ახალი სასწავლო წელი.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამღერეთის საჯარო სკოლის დირექტორი იამზე მელაძე:

„პირველ რიგში, მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო „ეტალონის“ მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში სკოლებს გვაძლევს საშუალებას ჩვენი წარმატება, სიხარული და სხვადასხვა დამატებითი აქტივობა გავაცნოთ მთელ საქართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მამოტივირებელი იყო ეს 2019-2020 სასწავლო წლის მიმდინარეობის დროს, რომლის მეშვეობითაც პანდემიის დროს აქტიურად შუქდებოდა სკოლების დაუღალავი შრომის ამსახველი მასალები, საინტერესო და ამავე დროს მასწავლებლის უნარების წარმოჩენისა და გამოყენების პერიოდი იყო მეორე სემესტრი, სასკოლო ცხოვრებაში ჩართული ყველა ხარე აქტიურობდა იმისათვის, რათა მოსწავლე არ დარჩენილიყო განათლების მიღმა, თუმცა წარმატებულ წლად ვერ ჩაითვლება, მე როგორც სკოლის ხელმძღვანელი მთელი ამ ხნის განმავლობაში მუდმივ კონტაქტში ვიყავი პედაგოგებთან, მოსწავლეებსა და მშობლებთან, არასდროს მიგრძვნია თავი სკოლის ცხოვრებისაგან მოწყვეტილად, ვცდილობდი, ყველასთვის მიმეცა მაგალითი, რომ შეუძლებელი არაფერია და ჩვენ ამ პრობლემას ერთად გადავლახავდით და გამოგვივიდა კიდეც.

კვლავ აქტუალურ და პრობლემურ საკითხად ისევ რჩება ახალი სასწავლო წლის საკლასო ოთახებში დაწყება, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია სწავლის დაწყება ჩვეულ რეჟიმში, სადაც მოხდება მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის არა ვირტუალურ, არამედ ფიზიკურ გარემოში ურთიერთობა, სკოლის კედლები და კარი, რომელიც დილით მოსწავლეებისათვის იხსნება სიყვარულის, ერთმანეთის პატივისცემისა და ურთიერთობების გაღრმავების კარია, აქ მიღებული ცოდნა ქვეყნის სიძლიერისა და გამარჯვების საწინდარია... ასე რომ ჩემი და ჩემი პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების სურვილი და ამავე დროს იმედია ახალი ასწავლო წელი დაიწყოს სკოლის შენობებში, კვლავ ახმაურდება გალავანშემოვლებული ეზოები და უსიცოცხლო კედლები. მჯერა, ჩემს ძვირფას და სიცოცხლით აღსავსე ბავშვებს სკოლის ეზოში შევხვდები“.

წერილი მომზადებულია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
პედაგოგები, საზეიმო ღონისძიებაზე წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება