| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მოსწავლეებს 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ორიგინალურად მიულოცეს. პედაგოგებმა პატარებისთვის ვიდეო მოამზადეს და ფოტოებით ერთად გატარებული წლები გაახსენეს. მათ მოსწავლეებს ლაღი, ფერადი, საინტერესო, ლამაზი სიახლეებით დატვირთული ბავშვობა უსურვეს.
მასწავლებლებმა მოსწავლეებს პირობა მისცეს, რომ იზრუნებენ მათი უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე, ასევე იზრუნებენ რომ პატარებს შეუქმნან პირობები, რათა მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების სათანადოდ რეალიზება.
აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დისტანციური სასწავლო პროცესის დროს მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავდნენ
იხილეთ ვიდეო
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი