სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„15 ათასამდე მასწავლებელი ვეღარ იქნება პედაგოგი და ვინ ასწავლის ბავშვებს“ - რა გეგმები აქვთ ახალი სქემის მოწინააღმდეგე პედაგოგებს?
29-07-2020
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის გარშემო მასწავლებლების პროტესტი არ წყდება. სქემაში შესულ ცვლილებებს ეწინააღმდეგება „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის“ ხელმძღვნელი დავით ფერაძეც, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორების ნაწილს შეხვდა.

როგორც „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის“ ხელმძღვნელი etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, შეკრების მიზანი მაკოორდინირებელი ჯგუფის შექმნაა, რათა სქემაში შევიდეს ცვლილებები რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.

მისივე თქმით, ახალი კანონი ქმნის მდგომარეობას, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 15 000 პედაგოგს აღარ შეეძლება სკოლაში დარჩენა და მასწავლებლობა, რაც თავის მხრივ არა მხოლოდ ამ პირებისთვის, არამედ სკოლებისთვისაც დიდ პრობლემად იქცევა.

„ვინაიდან პედაგოგების დიდ ნაწილში საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ამ სქემის დამტკიცებამ, გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა მაკოორდინირებელი ჯგუფი. ვერ გეტყვით რომ ყველა ითხოვს სქემის გაუქმებას, არიან ისეთები რომლებსაც მოსწონთ, არიან ისინი ვინც გაუქმებას ითხოვენ და არის ნაწილი, რომელიც დაკვირვების რეჟიმშია. ამ ხალხს გარკვეულწილად უნდა შველა და დახმარება. წარმოიდგინეთ, თუ სქემა გაუქმდა, მაშინ, ისინი ვინც გარე დაკვირვების მოლოდინში არიან საერთოდ ისე რჩებიან, თუ არ გაუქმდა, მაშინ პრაქტიკოსებს ემუქრებათ საფრთხე.

ვფიქრობ, ალბათ პრემიერამდე არასწორად იყო მისული ეს ყველაფერი პანდემიის გამო და მექანიკურად მოეწერა ხელი ამ ბრძანებას, ამიტომ აღმოვჩნდით ამ გაუგებრობაში.

მასწავლებლებს რომ თავი დავანებოთ, სკოლები აღმოჩნდებიან პრობლემის წინაშე, რადგან დავინახავთ რომ პედაგოგები არ გვეყოლებიან. კანონი ქმნის სიტუაციას, როცა 15 ათასამდე მასწავლებელი ვეღარ იქნება პედაგოგი. და ვინ ასწავლის ამ ბავშვებს ონლაინ რეჟიმში იქნება სწავლა, არა ონლაინ თუ შერეულში. მაინც ხომ გვჭირდება არა პედაგოგი?!

ახლა, ჩვენ არ ვიბრძვით, თუ საჭირო იქნება ვიბრძოლებთ, გამოვალთ კიდეც, შეიძლება სწავლაც არ დავიწყოთ თუ იქნება საჭირო და დიალოგის რეჟიმში არ წამოვა მთავრობა, მაგრამ ჩვენგან ეს არ მოდის. სწორედ ამაზე გვინდა ახლა მოვილაპარაკოთ და დავგეგმოთ რა გავაკეთოთ“, - განაცხადა დავით ფერაძემ.

კითხვაზე რა ალტერნატივას სთავაზობენ ახალი სქემის ნაცვლად და აქვთ თუ არა კონკრეტული წინადადებები ფერაძე გვპასუხობს რომ:

„რაც იყო დაანონსებული თავიდან და რაც ბერიკა  შუკაკიძემ თავიდანვე თქვა, როცა მან შეცვალა წინა დილეტანტი ხელმძღვანელი მაჩაბელი ჩვენ მივესალმეთ მას, რადგან მაშინ საკმაოდ ღრმა ანალიზი გააკეთა. პირველი დაანონსებული ვარიანტი ის იყო, რომ რაც შეიძლებოდა უნდა შემცირებულიყო ბიუროკრატიული რეჟიმი და იქნებოდა გამოცდები. გამოცდით მიიღებდა ადამიანი სტატუსს. ამაში არაფერი პრობლემა არ არის თუ ვინმეს ამ გამოცდისაც ეშინია ეს უკვე პრობლემაა, მაგრამ ეს აპრობირებული მეთოდია. გამოცდისთვის ძალაუნებურად მეტს მეცადინეობ, მეტს ემზადები და ამიტომ თქვეს ასე რომ იქნებოდა თითქმის ყველა სტატუსი და უფროს მასწავლებელს შეეძლებოდა პირდაპირ მენტორი გამხდარიყო თუ მენტორის გამოცდას ჩააბარებდნენ - ეს მისასალმებელი იყო და რატომ შეცვალეს ეს თავდაპირველი მიდგომა, რომელსაც ჩვენც მხარს ვუჭერდით და სკოლების ნაწილიც გაუგებარია. თუ ამ რეჟიმს დაუბრუნდებიან კი ბატონო, ეს ჩვენთვის გამოსავალი იქნება.

ეს სქემა თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო ესეთი სისტემის, თქვენ იცით, რომ სერიოზული დაპირისპირებაა, მასწავლებლები კასტებად არიან დაყოფილნი ამ სტატუსების გამო, რადგან ყველგან არ არის ის მორალურ-ზნეობრივი შეხედულება რომ მასზე სტატუსით მაღლა მდგომ მასწავლებლებს არ უყურებდნენ დაძაბული თვალით“, - განაცხადა დავით ფერაძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
სენაკში საჯარო კითხვის მარათონი და კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
 
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა
 

ვიდეოში გადმოცემულია მათი ბავშვური სიხარული, მეგობრობა და ის განსაკუთრებული ემოციები, რომლებიც პირველ სასწავლო წელს უკავშირდება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება