სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩემგან მეტს ითხოვენ, ამაზე არ უნდა ტიროდნენ მოქმედი მასწავლებლები“ - აპლიკანტები ტესტების სირთულესა და პრაქტიკოსებთან შედარებით არასათანადო პირობებზე
22-07-2020
-
+


დაწყებითის კომბინირებული გამოცდა მასწავლებლობის მსურველებისა და მაძიებელი პედაგოგებისთვის უკვე დასრულდა. საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტებმა ტესტების სირთულე შეაფასეს და პრაქტიკოსებთან შედარებით არასათანადო პირობებზე ისაუბრეს. 

გრამატიკიდან იყო ზოგადი, სინტაქსი მორფოლოგია და ა.შ. იყო სიტუაციური საკითხი მოცემული, ანალიტიკურ ნაწილში იყო ტექსტის გააზრებაც. ვფიქრობ, საკმაოდ რთულია, თუმცა ამ სირთულის გამოცდა საჭიროა ხარისხისთვის. პრაქტიკოსებთან შედარებით ჩვენ მეტი ქულა მოგვეთხოვება, არათანაბარ პირობებში ვართ“.

„ანალიტიკური ნაწილი იყო ძალიან რთული იყო, სხვა ტესტური ნაწილი ისე არ გამჭირვებია“.

„არ იყო რთული, მაძიებელი ვარ, საშუალო სირთულის იყო, გამოცდაზე პირველად არ ვარ. ადრეც ვიყავი“

„რთული იყო აბა რა იყო, გრამატიკა უფრო რთულად, ვიდრე წინა წლებში, ანალიტიკურ ნაწილს კი არაუშავდა, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან რთულია“.

„მაძიებელი ვარ. რთული ნამდვილად არ იყო, მასწავლებელი ამ ცოდნას უნდა ფლობდეს, რასაც აქ გეკითხებიან, თუმცა მე მოუმზადებელი მოვედი, კიდევ მომიწევს ამ გამოცდის ჩაბარება, რადგან მაღალ ქულას არ ველოდები“.

„აბა რა ვთქვა? რა მეთქმის? ნამდვილად გამიჭირდა, ჩემთვის რთული იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ ის ცოდნა, რაც დაწყებითის კომბინირებულ გამოცდაზე მოითხოვება, ქართული, მათემატიკა თუ ბუნებისმეტყველება, ნამდვილად საჭიროა. ანალიტიკური ნაწილი იყო ჩემთვის რთული“.

„მაძიებელი ვარ და ვფიქრობ, არ იყო რთული, ანალიტიკურ ნაწილზე მუშაობა ჩემთვის საინტერესო იყო, არც საგნობრივი ნაწილი იყო ისეთი, რომ ვიწუწუნო, კმაყოფილი ვარ“.

„ეს არის ძალიან არასწორი, როდესაც პრაქტიკოსისგან მინიმალურ ცოდნას ითხოვენ გამოცდაზე და ჩვენგან, მასწავლებლობის მსურველებისგან 60%-ზე მეტის გადალახვას. მე, რომელიც 12 წელია ბაღში ვმუშაობ, რატომ უნდა ვიყო გათანაბრებული მოქმედ მასწავლებელთან?!  გათანაბრებაც არაა, არათანაბარი პირობებია, ჩემგან მეტს ითხოვენ და მოქმედი პედაგოგისგან ნაკლებს, რა ლოგიკაა?! ტესტი დავწერე, რომ მოვმზადებულიყავი, ბევრად უკეთეს შედეგს დავდებდი, რთული არ იყო და ამაზე არ უნდა ტიროდნენ მოქმედი მასწავლებლები, რომლებიც ისედაც ასწავლიან სკოლაში ქართულს, მათემატიკას და ბუნებისმეტყველებას. თუ ასწავლიან და თვითონ არ იციან რა გამოდის? თაობებსაც უცოდინარს ზრდიან“.

„ძალიან არ მომწონს ასეთი მაღალი ბარიერი მასწავლებლობის მსურველებისთვის. წლების წინ ვმუშაობდი სკოლაში უნარების გამოცდა ათ კრედიტზე ჩავაბარე. ახლა კი მე ათ კრედიტს მთხოვენ საგანში და მოქმედ მასწავლებელს 21 ქულაც ეთვლება. არ ვიცი ამას რა ჰქვია, ძალიან უსამართლობაა“.

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები დღეს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდება. პრაქტიკოსი პედაგოგები კი გამოცდას შემოდგომით ჩააბარებენ. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება