სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვიყვარხართ და მოგვენატრებით“ - ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა მე-12 კლასელები დისტანციურად გააცილეს
06-07-2020
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება დისტანციურად პლატფორმა „ზუმის“ საშუალებით მიულოცეს.

„პირველად ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ისტორიაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების გარეშე 2020 წლის 20 მაისს დღის 13:30 საათზე დაირეკა სევდიანი ბოლო ზარი, რომლითაც სამყაროს ეუწყა 2019-2020 სასწავლო წელს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის სასკოლო ცხოვრების დასასრული. სპეციალურად ამ დღისთვის სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა სკოლის დამთავრება პლატფორმა „ზუმის“ საშუალებით მიულოცეს და წარმატება უსურვეს მე-12 1 და მე-12 2 კლასის მოსწავლეებს და მათ დამრიგებლებს თამარ სანაიასა და ქეთევან ხაზარაძეს. გვიყვარხართ და მოგვენატრებით“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის და მისი გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებში შეწყვეტილი სასწავლო პროცესის გამო, წელს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი ტრადიციული მეთოდით არ დარეკილა და არც თეთრი პერანგებით მისულან სკოლაში მოსწავლეები. თუმცა, ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა კურსდამთავრებულებს ეს მნიშვნელოვანი დღე პლატფორმა „ზუმის“ საშუალებით მაინც მიულოცეს და მათთვის „ბოლო ზარი“ დარეკეს. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება