სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს ის კლასია, რომელსაც 12 წლის განმავლობაში 12 შენიშვნა არ მიუღია“- ქობულეთის N5 სკოლამ მეთორმეტეკლასელები ემოციური წერილით გააცილა
06-07-2020
-
+


ქობულეთის N5 საჯარო სკოლამ მე-12 კლასელები დისტანციურად გააცილა. 

„ჩვენო მეთორმეტეკლასელებო, აწ უკვე კურსდამთავრებულებო, ქობულეთის მეხუთე სკოლა გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
დისტანციურად, უჩვეულოდ, უცნაურად გილოცავთ გზას! საოცრად მოწესრიგებული, წარმატებული, აკადემიური კლასი: 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლის კანდიდატით. ეს ის კლასია, რომელსაც 12 წლის განმავლობაში 12 შენიშვნა არ მიუღია (ოღონდ მართლა). ეს ის თაობაა, რომელასც ცხოვრებამ ბევრი გამოცდა უკვე მოუწყო (სამოქალაქო ომი, მტკივნეული სახელმწიფო რეფორმები....და პანდემიაც) თქვენ ყველა გამოწვევას ღირსეულად გაართვით თავი.
და დღეს, როცა მთელი გულით გინდათ მოხვიდეთ მოეფეროთ თქვენი მშობლიური სკოლის კედლებს, მადლობა უთხრათ თქვენზე უკიდეგანოდ შეყვარებულ, ამაგდარ მასწავლებლებლებს, მოისიყვარულოთ სკოლის ყველა კუთხე-კუნჭული, დაემშვიდობოთ ხალისიან მოსწავლეობას, ტრადიციულად სამახსოვრო, კეთილი სურვილები დაუწეროთ ერთმანეთს მაისურებზე, ასრულებთ მოწოდებას „დარჩი სახლში“!
რას ვიზამთ? ესაა ჩვენი რეალობა.
და მაინც, ცხოვრება მშვენიერია!
გ ი ლ ო ც ა ვ თ ! ! !
გ ლ ო ც ა ვ თ ! ! !
წარმატება ყოფილიყოს თქვენი თანამგზავრი, ცხოვრების რთულ და საინტერესო გზაზე!
იყავით შრომისმოყვარენი, მიზანდასახულნი, აქტიურნი, კაცთმოყვარენი, მიმტევებელნი, თავმდაბალნი, ეძიეთ თქვენი წილი ბედნიერება ყველაგან და ყოველთვის!
არ დაგავიწყდეთ მშობლიური სკოლა!
მადლიერნი იყავით თქვენი მშობლების!
ემსახურეთ სამშობლოს!!!
გვიყვარხართ!
გეფერებით!
გვეიმედებით!
სიყვარულით, თქვენი მეხუთე სკოლა!“- ნათქვამია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის და მისი გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებში შეწყვეტილი სასწავლო პროცესის გამო, წელს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი ტრადიციული მეთოდით არ დარეკილა და არც თეთრი პერანგებით მისულან სკოლაში მოსწავლეები. თუმცა, ქობულეთის N5 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს სკოლის დასრულება ემოციური წერილით მიულოცა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება