სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყოველი აღიარების შემდეგ ვრწმუნდები, რომ ამ პროექტში მონაწილეობა სწორი გადაწყვეტილება იყო!“-თბილისის N71 სკოლა izrune.ge-ს ლიდერ სკოლებს შორისაა
08-07-2020
-
+


თბილისის N71 საჯარო სკოლა ლიდერ სკოლებს შორისაა. სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -  izrune.ge.

„ჩვენი სკოლა თბილისის ლიდერ სკოლებს შორის! მადლობა აქტიურ მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს!! მე ❤ 71!!!

ყოველი აღიარებისა და წარმატების შემდეგ ვრწმუნდები, რომ ამ პროექტში სკოლის მონაწილეობა, იყო სწორი გადაწყვეტილება! ეს სტიმულია სხვა, საინტერესო პროექტებში, მოსწავლეებისა და მშობლების ჩართვისთვის!! მე ❤ 71!!!“-წერს დირექტორი პაატარ ჩორგოლაშვილი სოციალურ ქსელში.

თბილისის გამორჩეული 71-ე საჯარო სკოლის დირექტორისთვის და მასწავლებლებისთვის პრიორიტეტულია მოსწავლის განათლების მოტივაცია.

„ჩვენ მთელი წელი აქტიურად ვიყავით ჩართულები პროექტში და შედეგიც სახეზეა - ჩვენი სკოლა რეიტინგით მე-2 ადგილზეა თბილისის ლიდერ სკოლებს შორის. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერში დიდი როლი მიუძღვის ჩვენი სკოლის დირექტორს, ბატონ პაატა ჩორგოლაშვილს. შეუფასებელია აგრეთვე მშობელთა ჩართულობა, შრომა და ამაგი. ისინი ყველანაირად უწყობდნენ ხელს თავიანთ შვილებს, არანაირი დაბრკოლება არ შექმნოდათ და ტესტებიც წარმატებით გაევლოთ.

izrune.ge საუკეთესო საშუალება იყო დისტანციური სწავლების პერიოდში. მშობელი და ბავშვი პროექტის ტესტებზე ერთობლივად მუშაობდნენ და ეს მათ დაახლოებას უწყობდა ხელს; ბავშვები ყოველთვის მზად იყვნენ, შეესრულებინათ ონლაინ-დავალებები, ასე რომ, izrune.ge-მ ჩვენი მოსწავლეების წარმატებაში უდიდესი როლი შეასრულა, რისთვისაც დიდ მადლიერებას გამოვხატავთ,“-ამბობს ეტალონი დამრიგებელი ხათუნა ფახურიძე.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეთა დაბრუნებას სკოლაში განსაკუთრებულად ელოდნენ

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს დირექტორმა მარეხი ფირცხელანმა და პედაგოგებმა

სკოლის დირექტორმა, ფატიმა თეთრაძემ, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიმართა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება