| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახალვაშოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის მშობელმა შვილის მასწავლებლებს და დამრიგებლებს მადლობის წერილი მისწერა.
„მინდა მივულოცო ჩემს შვილს სკოლის დასრულება, ნათელ წარმატებულ და მიზანდასახულ მომავალს გისურვებ ლაშა ბოლქვაძე.
სკოლა ის გარემოა, სადაც ბავშვი იწყებს ჯანსაღ და განვითარებულ აღზრდას, ამიტომ მინდა ყველა მასწავლებელს გადავუხადო მადლობა, ვინც ლაშას წარმატებაში დიდი და ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა. მისთვის პირველი სკოლა იყო სახალვაშოს საჯარო სკოლა, სადაც დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა და სწრაფვა სწავლა-განათლებისკენ.
მადლობა თქვენ ჩვენო მასწავლებლებო. ასევე წარმატებული ნაბიჯებით სვლა განაგრძო მან კავკასიის ბიზნეს სკოლაში. აქ დიდი ხელშეწყობა გვქონდა მისი პროფესიის-სპორტის განვითარებაში და სკოლის კვალდაკვალ წარმატებებს აღწევდა სპორტის სახეობაშიც. დიდი მადლობა ყველას, მიყვარხართ და გაფასებთ.
განსაკუთრებული მადლობა კი დამრიგებლებს რომლებიც ყოველთვის აღმზრდელ დედასთან არიან გაიგივებულნი - ჟუჟუნა ქოქოლაძეს, მზია გორგილაძესა და მარინა ხუნდაძეს. დიდია თქვენი ამაგი თითოეული ბავშვის წინსვლასა და აღზრდაში“,-წერს ფატმან თურმანიძე.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში