სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სიქთარვის სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ამერიკაში გაემგზავრება
18-09-2017
-
+


სიქთარვის სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფო ვაშაკიძე 2018 წლის ზაფხულში კვალიფიკაციის ასამაღლებლად ამერიკაში გაემგზავრება.

მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა (TEA) ევრაზიისა და სამხრეთ აზიის საშუალო სკოლის მასწავლებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, აიმაღლონ კვალიფიკაცია, დახვეწონ სწავლების უნარები და გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ.

აღნიშნული პროგრამით, ოთხეტაპიან კონკურსზე საქართველოდან ამერიკაში გასამგზავრებლად ორი მასწავლებელი შეირჩა. ერთ-ერთია სიქთარვის სკოლის მასწავლებელი.

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს სოფო ვაშაკიძეს ამ წარმატებას. როგორც ისინი აღნიშნავენ, ამაყობენ თავიანთი მასწავლებლით.

ევრაზიის/სამხრეთ აზიის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა (TEA) წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX).

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება