| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის, ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რაოდენ მნიშვნელოვანია საფუძვლიანი ცოდნის მიღებისთვის არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა.
Izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტირების შედეგებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხაიშელი მოსწავლეებისთვის სწავლა პირველ ადგილზეა და ისიც კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ სწორედ მზრუნველ პროექტთან მეგობრობით იძენენ ისეთ საჭირო უნარებს, რომლებიც სამომავლოდ, აუცილებლად დაეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
ხაიშის პედაგოგს, კლასის დამრიგებელს თამარ გვიჭიანს კი, ორმაგად შეუძლია იამაყოს აღსაზრდელებით, რადგან სწორედ ქალბატონის თამარის სადამრიგებლოში მიიღო გელა ჭკადუამ 100 ქულა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტირებაში.
ასე რომ, ხაიშის საჯარო სკოლას საამაყო ნამდვილად აქვს - izrune.ge-ს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომები კვლავ დაამშვენებს საკლასო ოთახებს.ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“