სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ძნელია თქვენთან განშორება“-იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის XII კლასელებს პედაგოგმა სკოლის დამთავრება ემოციური წერილით მიულოცა
02-07-2020
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს მასწავლებელმა სკოლის დამთავრება ემოციური წერილით მიულოცა. პედაგოგი მოსწავლეებს გამოემშვიდობა და თბილი სიტყვებით გზა დაულოცა.

„ჩემო საყვარელო მეთორმეტეკლასელებო, მთელი სულითა და გულით გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
12 წლის წინ ჩემთან პატარები მოხვედით და უკვე თქვენთვისაც ჩემოჰკრა ბოლო ზარმა. რანი იყავით და რანი ხართ დღეს? პატარა, დაუცველი ანგელოსები ჭკვიან, ძლიერ, მამაც პიროვნებებად დაფრთიანდით, მხოლოდ ეს არის, სილამაზე გაგიასკეცდათ და როცა გიცქერთ, გული სიამაყით მევსება ხოლმე, ჩემო სწავლით, ქცევითა და ადამიანური თვისებებით გამორჩეულო ბავშვებო!

ძნელია თქვენთან განშორება, მაგრამ თქვენ მოიპოვეთ თავისუფლება და მჯერა, ყოველთვის ღირსეულად წარმართავთ თქვენ მიერ არჩეულ ცხოვრების გზებს, იცხოვრებთ საყვარელი საქმის ცოდნით და ყველა შესაძლო ვარიანტის აწონ-დაწონით.

გისურვებთ წარმატებებს როგორც სწავლაში, ასე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გრწამდეთ, რომ უზომოდ გამახარებს თქვენი წარმატებები და თქვენთან თბილი და ტკბილი შეხვედრები. მე თქვენ არასდროს დამავიწყდებით!

და თუ მაინც ასე მოხდება, თქვენს თავს ის მარადმწვანე ხეები შემახსენებს, რომლებიც სკოლის და საკუთარი სახლის ეზოში თქვენს სახელზე დავრგე. დიახ. ტრადიაციას ვერ ვუღალატებდი. ისინიც და თქვენც გაიხარებთ, იშრიალებთ და მიწას და ადამიანებს სიკეთეს მოუტანთ, თქვენი შთამომავლობის სახელზე თავადაც ბევრ ხეს დარგავთ. საცა ხე ხარობს, იქ ადამიანი ბედნიერია.

ასე რომ, ჩემო კეთილო ნერგებო, იხარეთ და გვახარეთ ჩვენ - თქვენი მასწავლებლები, მშობლები, ახლობლები! იხარეთ და თქვენი წარმატებებით ახარეთ თქვენი სკოლა, ქალაქი, სამშობლო!

ჩემო საყვარელო პატარებო, ჩემს გულში მუდამ სიხარულის კვალით იშუქებთ!"

დიდი სიყვარულით,
თქვენი გულნარა მასწავლებელი,
ქუთაისი 21. 05. 2020.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება