| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებს სკოლის დირექტორმა მედეა ობოლაძემ სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.
„მე-4 კლასის წარმატებით დასრულებას გილოცავთ ჩემო საყვარელო ბავშვებო, თქვენ გაიარეთ სასკოლო ცხოვრების პირველი ეტაპი, საინტერესო, დასამახსოვრებელი და ლამაზი 4 წელი გაჩუქათ თქვენმა პირველმა მასწავლებლებმა, დამრიგებლებმა თეა ქავთარიამ და მალვინა მჟავანაძემ, წარმატებით გადალახეთ პირველი წინააღმდეგობები, აქტიურად ჩაერთეთ დისტანციურ საგანმანათლებლო სწავლებაში და მიაღწიეთ თქვენს პირველ გამარჯვებებს.
მეოთხე კლასი დაასრულეთ, წინ კიდევ უამრავი საინტერესო, წარმატებებით ახალი თავგადასავლებით აღსავსე წლები გელოდებათ, თქვენ ახალ მასწავლებლებთან ერთად მეხუთე კლასში.
მადლობა თქვენს მასწვლებლებს, ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული უზარმაზარი შრომისთვის, მადლობა თქვენ მშობლებს ერთად თანამშრომლობისათვის...
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებით გევლოთ ცოდნის გზაზე ახალი მწვერვალების დასაპყრობად, თქვენ ჩვენი საიმედო მომავალი ხართ...
ეს მცირედი საჩუქარი თქვენ ჩემგან დიდი სიყვარულით“,-წერს დირექტორი მედეა ობოლაძე და ბავშვებს ვიდეოს უძღვნის.
იხილეთ ბმული
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“