სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

''ეტალონმა'' ''სკოლის ყველაზე მოვლილი ეზოს'' ტიტულის მფლობელ თბილისის N103 სკოლას სპეციალური დიპლომი საზეიმო ვითარებაში გადასცა
15-09-2017
-
+


Etaloni.ge-ს შემოქმედებითმა ჯგუფმა კონკურსის ''სკოლის ყველაზე მოვლილი ეზო'' გამარჯვებული სკოლა 2017-2018 სასწავლო წლის დაწყების დღეს, საზეიმო ვითარებაში, სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა.  

''სკოლის ყველაზე მოვლილი ეზოს'' ტიტულის მფლობელი თბილისის N103 სკოლა გახდა. ის ისნის რაიონში, ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო დასახლებაში მდებარეობს. სკოლა 1000 მოსწავლეზეა გათვლილი. 

როგორც სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე აღნიშნავს, სამწელიწადნახევრიანი ლოდინის შემდეგ დღეს, 2017 წლის 15 სექტემბერს, პირველად დაიწყო ახალი სასწავლო წელი სკოლის ახალ, კეთილმოწყობილ, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილ შენობაში:

''ბუნებრივია, ჩვენი სურვილი იყო, რომ დღევანდელი ''ცოდნის ზეიმი'' შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო ჩვენი სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის, ჩვენი თანამშრომლებისთვის, ამიტომ ამ დღისთვის არ დაგვიშურებია ძალა და ენერგია. ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სპორტულ კონკურსში და დიდ წარმატებებსაც აღწევდნენ:

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს საბუნებისმეტყველო საგნების გუნდურ კონკურსში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, ვარშავაში იმყოფებოდნენ;

ჩვენ გვყავს გამარჯვებულები ესეების კონკურსებში ''შოთა და თანამედროვეობა'' და ''შიდსი-როგორც სტიგმა'',  ჩვენს მოსწავლეებს სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში უამრავი პირველი ხარისხის დიპლომი აქვთ აღებული, გვყავს ჩემპიონებიც. 

გასული სასწავლო წელი ოქროს მედლით დაამთავრა 4-მა მოსწავლემ; წელს ეროვნულ გამოცდებზე ჩვენი სკოლის 2-მა კურსდამთავრებულმა 100%-იანი გრანტი მიიღო, 2-მა-70%-იანი, 3-მა-50%-იანი.

ჩვენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით მოვაწყვეთ საქველმოქმედო საღამო - ''სიკეთე გადამდებია'' და დავეხმარეთ ჩვენი უბნის ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს.

სკოლაში გავხსენით ლიტერატურული სალონი, გვქონდა შეხვედრები მწერლებთან, ჩავატარეთ გალაკტიონისადმი მიძღვნილი საღამო - ''მე მთელს დედამიწას დუელში ვიწვევ'' და სხვა უამრავი სასკოლო თუ საკლასო ღონისძიება. 

ჩვენი მიზანია, ყოველი მომდევნო დღე იყოს უფრო წარმატებული, ვიდრე იყო გასული. არასდროს ვკმაყოფილდებით მიღწეულით, რადგან გვჯერა, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია.

მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა ჩვენთვის პრიორიტეტია, ამიტომაც შემოვიღეთ ნომინაციები: ''წლის წარჩინებული მოსწავლე'', ''საფეხურის წარჩინებული მოსწავლე'' და ''სასწავლო წლის საუკეთესო მოსწავლე''. ჩვენი დიზაინით შევქმენით დიპლომები და დღეს საზეიმოდ გადავეცით ჩვენს მოსწავლეებს.

დღევანდელ დღეს ''ღია კარის დღე'' ვუწოდეთ. მოსწავლეთა მშობლებს ერთი საათის განმავლობაში სკოლის შენობაში შეუზღუდავად გადაადგილებისა და სკოლის ნებისმიერ თანამშრომელთან კომუნიკაციის საშუალება მივეცით.''

 


თბილისის N103 სკოლას ''ეტალონის'' სკოლებთან ურთიერთობის მენეჯერები ნინო ზაზაძე და იაკო ამირანაშვილი საზეიმო ღონისძიებაზე პირადად ეწვივნენ, მიულოცეს გამარჯვება და სპეციალური დიპლომი გადასცეს. 

''ჩვენი დღევანდელი ზეიმი დაამშვენეს ''ეტალონის'' წარმომადგენლებმა  და ჩვენი სკოლის უამრავ ჯილდოს შორის საპატიო ადგილს დაიკავა ''სკოლის ყველაზე მოვლილი ეზოს'' კონკურსში გამარჯვებისთვის სკოლისთვის გადმოცემულმა დიპლომმა.

სკოლის შენობა და ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანური რესურსი უმთავრესია. ყველა წარმატება ჩვენი პედაგოგების, ადმინისტრაციისა და დირექციის გუნდური და შეთანხმებული მუშაობის შედეგია და გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ჩვენი სკოლის სლოგანია ''ქალაქ თბილისის N103 სკოლა - მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების ხარისხის გარანტი!'' - დასძინა თბილისის 103-ე სკოლის დირექტორმა არჩილ ჩხაიძემ. 

 

''ეტალონის'' შემოქმედებითი ჯგუფი ულოცავს გამარჯვებულ სკოლას და უსურვებს ყოველთვის ასეთი გამორჩეული ყოფილიყოს!

''სკოლის ყველაზე მოვლილი ეზოს'' ტიტულის მფლობელი სკოლა გამოვლინდა


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

ღონისძიებაზე ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ უპასუხა მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება