სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რაზე ვერ თანხმდებიან განათლების სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - რა მოხდა დღეს უწყებაში
01-07-2020
-
+


დღეს, განათლების სამინისტროს გამოცდების ჩატარების წესებზე დამატებითი განმარტებები უნდა გაეკეთებინა. თუმცა ჟურნალისტების მიერ უწყებაში გატარებული ორ საათზე მეტი, დროის ფუჭად კარგვა გამოდგა. ეროვნული, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებული პირებმა კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები ვერ მიიღეს. აპლიკანტები კვლავ გაურკვევლობაში და მოლოდინის რეჟიმში რჩებიან.

მივყვეთ თანმიმდევრობით: 

ბრიფინგის შესახებ ანონსი განათლების სამინისტრომ მედიას 9 საათზე გადაუგზავნა და ჟურნალისტები უწყებაში 11 საათისთვის დაიბარა. ანონსის მიხედვით, სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას გამოცდების ორგანიზებაში ჩართული ყველა პაუსუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელი პირი ესწრებოდა: განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე.

შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა და ბრიფინგი 11 საათის ნაცვლად, საათნახევრით გვიან დაიწყო. ჟურნალისტებთან მხოლოდ განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი გამოვიდა და კონკრეტული რეკომენდაციები არ დაასახელა. მან გამოცდებზე დასაცავი წესების გავრცელება, მომდევნო დღეებისთვის დაანონსა.

„ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ აპლიკანტებს დახვდებათ უსაფრთხო გარემო. როგორც მოგეხსენებათ მაგიდები გამოყოფილია დამცავი ფარებით, ასევე ადგილზეა სადეზინფექციო და სხვა დამცავი საშუალებები. უახლოეს დღეებში დეტალურად მოგაწვდით იმ რეკომენდაციებს, რომელიც გათვალისწინებული იქნება საგამოცდო ცენტრში“ - ასეთი იყო ბრიფინგის მთავარი სიახლე.

ბუნებრივია, აღნიშნულმა ფაქტმა ჟურნალისტებშიც და არა მხოლოდ, ლოგიკურად გააჩინა ვარაუდი, რომ განათლების სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებზე ვერ შეთანხმდნენ. თუმცა, ამის აღიარება საჯაროდ არც ერთ მხარეს არ სურს. სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა მიცკევიჩისთვის ჟურნალისტისგან დასმული პირველი კითხვაც: ჯანდაცვის უწყება წინააღმდეგია, რომ აპლიკანტები პირბადეების გარეშე ისხდნენ გამოცდაზე?

კითხვაზე მინისტრის მოადგილემ შემდეგნაირად უპასუხა: „წინააღმდეგობაზე საუბარი არ არის. არც ერთი უწყებასთან არაა უთანხმოება, პირიქით აქ არის შეთანხმებაზე საუბარი. ეს არის სამუშაო შეხვედრები“.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ საზოგადოება განათლების სამინისტროსგან პირბადეებთან და კონდიცირებასთან დაკავშირებით  სიახლეებს ელოდა. რადგან დეტალური რეკომენდაციების შესახებ დაპირება განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძისგან წინა კვირასაც მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ სამინისტროს მიერ გაცხადებული რეკომენდაციების მიხედვით აპლიკანტებს გამოცდა პირბადეებით უნდა ეწერათ და კონდიციონერიც გათიშული უნდა ყოფილიყო. ამან კი აბიტურიენტების, სტუდენტებისა და მასწავლებლობის მსურველებისგან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აპლიკანტები საგამოცდო პერიოდის განმავლობაში პირბადეების მოხსნას მოითხოვდნენ. ამიტომაც, ელოდა დღეს ყველა  კონკრეტულ გაწერილ და შესაძლოა, სულაც შემსუბუქებულ საგამოცდო წესებს.

საბოლოოდ კი რას ემსახურებოდა დღეს სამინისტროში ჟურნალისტების შეკრება, საათ-ნახევრიანი დაგვიანება და შემდგომ კი არარსებული სიახლის გამოცხადება გაურკვეველია...

იხილეთ ასევე: განათლების სამინისტრო გასცემს რეკომენდაციებს, რომლებიც აპლიკანტმა საგამოცდო მაგიდასთან უნდა დაიცვას


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება