სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრო გასცემს რეკომენდაციებს, რომლებიც აპლიკანტმა საგამოცდო მაგიდასთან უნდა დაიცვას
01-07-2020
-
+


განათლების სამინისტრო მზად არის ეროვნული გამოცდები უსაფრთხოდ ჩაატაროს, დეტალური რეკომენდაციები კი  უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, განათლებისა და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლებს შორის გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„განათლების სამინისტრო 2020 წლის ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა და სამაგისტრო გამოცდების ჩასატარებლად მზად არის. ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ აპლიკანტებს დახვდებათ უსაფრთხო გარემო. როგორც მოგეხსენებათ მაგიდები გამოყოფილია დამცავი ფარებით, ასევე ადგილზეა სადეზინფექციო და სხვა დამცავი საშუალებები. უახლოეს დღეებში დეტალურად მოგაწვდით იმ რეკომენდაციებს, რომელიც გათვალისწინებული იქნება საგამოცდო ცენტრში“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგამოცდო ცენტრებში იმ რეკომენდაციების დაცვას, რომელიც აპლიკანტებმა უშუალოდ კუთვნილი ადგილის დაკავების შემდგომ უნდა გააკეთონ. 

„განვიხილეთ სიტუაცია, როცა გამოსაცდელი უკვე განთავსდება კუთვნილ ადგილზე. მოგეხსენებათ, მათ უკვე აქვთ წვდომა საგამოცდო ბარათებზე და იციან სად განთავსდებიან გამოცდის დასაწერად. ამიტომ ჩვენ ვმსჯელობთ იმ საკითხებზე, რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან აბიტურიენტებმა ამ დროს, იგივე გაგრილების სისტემასა და პირბადეებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიცკევიჩმა.

სამუშაო შეხვედრა განათლების სამინისტროში დღეს გაიმართა. შეხვედრას განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე ესწრებოდნენ. შეხვედრა დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა და  ჟურნალისტებთან კომენტარი მხოლოდ მინისტრის მოადგილემ გააკეთა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება