სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვთხოვთ, გაითვალისწინონ საგამოცდო ცენტრებში მითითებული რეკომენდაციები“ - სკოლის დირექტორების რჩევები და სურვილები აბიტურიენტებს
30-06-2020
-
+


აბიტურიენტების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს თარიღამდე - ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ცოტა დრო რჩება. საგამოცდო სეზონი რთული და მღელვარებით სავსეა, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაცია და დისტანციურად დასრულებული სასწავლო წელი აბიტურიენტების ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებს, ამიტომ დირექტორები, რომელთა ხელში არაერთ წარმატებულ თაობას გაუვლია, ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, კურსდამთავრებულების მიმართავენ, ამხნევებენ, რჩევებს აძლევენ და გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებენ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საშაბუროს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაბუშანური:

„მსოფლიოში და ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ სასწავლო პროცესის მიმდინარეობაც შეცვალა და ვირუსის გავრცელების საშიშროებამ რამდენიმე თვე განსაკუთრებულ რეჟიმში - დისტანციურად სწავლების აუცილებლობა დააყენა. რომელიც უჩვეულო იყო მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვისაც. მიუხედავად სირთულეებისა - ინტერნეტის, ტელეფონის არ ქონა, სსიპ-დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საშაბუროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეძლებისდაგვარად გაართვეს თავი ამ პროექტს. როგორც ყოველთვის წელსაც გვყავს სამი აბიტურიენტი. ცოტა გაუძნელდათ ზოგიერთი საგნის დისტანციურად გაგება, მაგრამ მასწავლებლების დახმარებით, თავიანთი პასუხისმგებლობითა და შრომისმოყვარეობით, ისინი მზად არიან ეროვნულ გამოცდებზე წარდგნენ მომზადებულები, შემართებით.  2019-2020 სასწავლო წელს ეროვნულ გამოცდებზე მონაწილე თითოეულ აბიტურიენტს ვუსურვებთ წარმატებას, მხნეობას, ჯანმრთელობას და ვთხოვთ, გაითვალისწინონ საგამოცდო ცენტრებში მითითებული რეკომენდაციები“.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილის საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა დაიაური:

„წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ აბიტურიენტებს, დიდ იმედებს ვამყარებთ. ძალიან კარგი ბავშვები გვყავდა. წელს, მე-12 კლასი 2 მოსწავლემ - თორნიკე წინჭარაულმა და აბულეთ დაიაურმა დაამთავრა. სამწუხაროდ არცერთი მოსწავლე არ დაგვმატებია და პირველი კლასი არ გვყავს.

თორნიკე და აბულეთი ძალიან მოწესრიგებული და კარი ბავშვები არიან. დიდ იმედებს ვამყარებ და ვიცი, რომ სწორ გზას აირჩევენ“.

აბიტურიენტებს მიმართავენ და წარმატებებს უსურვებენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის დირექციის წევრები და პედაგოგები:

„მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს საჯარო სკოლის აბიტურიენტებს, სკოლის დირექცია, მთელი პედკოლექტივი .მთელი გულით ვგულშემატკივრობთ და გულით ვუსურვებთ წარმატებებს“. 

აბიტურიენტებს ამხნევებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სერგიეთის სკოლის დირექტორი ნატო გეგეჭკორი:

„წარმატებას, წინსვლას და ჯანმრთელობას ვუსურვებ აბიტურიენტებს, ცოდნის წარმოჩენას და მათი შრომის დაფასებას“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება